ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაწყებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

20 აპრილს ასპარეზობაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი ჩაება. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი და ამირან პაპინაშვილი.

სამწუხაროდ, მხოლოდ სასტარტო შეხვედრა მოიგო ვაჟა მარგველაშვილმა (-66). ასევე ნაადრევად გამოეთიშნენ მედლებისთვის ბრძოლას ქალთა შეჯიბრების მონაწილეები: ოლგა ალადოშვილი (-48) და ეთერ ლიპარტელიანი (57).

სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა - რობერტ მშვიდობაძემ (-60) და გიორგი ზანთარაიამ (-66), რომლებმაც ოქრო, შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას
მოუტანეს.

ხვალ, 21 აპრილს, ვარშავაში ვაჟებიდან 73 და 81-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, ქალებში კი - 63 და 70-ის.

იხილეთ ჩემპიონატის განრიგი, ქართველი ძიუდოისტების წილისყრა და მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 13 /
გაეორებინათ. ჩემი აზრით აჯობებდა. 66. მაგივრად. მითუმეტეს ხელი მოურჩა. და. სხვისგან გაიგო რო გუნდურსაც არ ჭიდაობდა.
ვეთანხმები ლევანს
17:10 22-04-2017
0
რა შუაშია ჭრიკიშვილის ერთი ტურნირის ვერ მოგება? ერთი ტურნირი ვერ მოიგო კი არა, ახალ წონაში თითქმის ყველა ტურნირის პირველივე რაუნდში უშანსოდ მარცხდება. ამის გარდა ხელი ქონდა ამოვარდნილი და უზარმაზარი ჰემატომა ქონდა მთელ მკლავზე და შენ ამბობ რომ ბექა უნდა დაეტოვებინათ სახლში და ასეთ მდგომარეობაში მყოფი ჭრიკიშვილი ეჭიდავებინათ?
fraternity
12:50 21-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული