ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ღვინიაშვილს ბრინჯაო, წინ ქართული ფინალია!

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი - ბრინჯაო ბექა ღვინიაშვილმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოუტანა, ცოტა ხანში კი მძიმე წონაში სულაც ქართული ფინალი შედგება - ადამ ოქრუაშვილი გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდება.

შეხვედრის ლაივ-სთრიმი ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

დღეს კონტინენტის პირელობაზე მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში თამაშდება. სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ვალერი ლიპარტელიანმა (-100), რომელიც სანუგეშო ტურნირში დამარცხდა და ელენე ქებაძემ (+78).

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე არცერთი მედალი იყო. ჩემპიონატი კი ხვალ, 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ანგარიშზე არცერთი მედალი იყო"... რადგან არ დაწერეთ, ანგარიშზე არცერთი მედალი არ იყო, გასაგებია, რომ ცდილობთ სწორად დაწეროთ. იმას (ეს თქვენ არ გეხებათ) ვინც ეს რეგულიაცია დაიწყო ქართული სინტაქსის არაფერი გაეგება, უბრალოდ ჭკუანაღძობია! ისე კი ამ წინადადების მარტივად და სწორად გამოთქმა ასე შეიძლება - ... საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე ანგარიშზე მედალი არ ჰქონდა! ნუ მიწყენთ.
aburjga
20:26 22-04-2017
0
Sagol bichebo meimedeboda tqveni chveni finali verc warmomedgina mzime wonashi
giiii
20:10 22-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული