ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის განცხადებით, ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის მალე ინდივიდუალურ მზადებას რეაბილიტაციასთან ერთად დაიწყებს.
სამედიცინო გუნდი მაქსიმუმს აკეთებს, რათა ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
შეგახსენებთ, ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური ასპარეზობის დროს დაშავდა. 20 წლის სპორტსმენი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ შემადგენლობაში დასახელებულია. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა სტარტს 23 ივლისს აიღებს.
წყარო:
ნაკრების ექიმი ძიუდოისტ ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს
"ყველაფერს გავაკეთებთ, ბექაური ოლიმპადისთვის მზად იყოს!" - ნაკრების ექიმი
მარცხი ცხრა წამში და ბექაურის ტრავმა - ძიუდოისტებმა გუნდურში ვერ ივარგეს [VIDEO]