დამაჯერებელი ტატო და დასჯილი ღვინიაშვილი - 2 მედლის შანსი პარიზის გრანდ სლემზე [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზის გრანდ სლემის მეორე საასპარეზო დღეს საქმეში 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაება. მედლის მოპოვების შანსი 2 მათგანს აქვს.

ტატო გრიგალაშვილმა (-81) ჯერ მასპინძელი ტიზიე გნამიენი ვაზარით, დამაჯერებლად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ტატომ ნახევარფინალში გასასვლელად კანადელ ფრანცის გაუტიერის იპონით აჯობა და საჩემპიონო სვლა განაგრძო. 


გრიგალაშვილმა ბელგიელი სამი ჩოუჩი დამატებით დროში, ვაზარით დაამარცხა და გრანდ სლემის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც იაპონელ სოტარი ფუჯივარას შეხვდება.

ბექა ღვინიაშვილიც (-90) ფრანგ, ენიელ კაროლის დაუპირისპირდა და უპირატესობა ერთი წამითაც ეჭქვეშ არ დაუყენებია -
ჩვენებური კარგ ფორმაში და ხასიათზე ჩანდა. ბექამ მეტოქე ვაზარიზე დააგდო, იქვე შებოჭა კიდეც. მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესი ეფეტური უჩიმატათი დაჩაგრა და ისიც ნახევარფინალში გავიდა.


ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - ფინალის საგზური აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს დაუთმო, რომელთანაც აკძალული ილეთის გამო ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა. მისი მეთოქე უზბეკი დავლათ ბობონოვი იქნება.

სამწუხაროდ, ლუკა მაისურაძე (-90) პირველივე დაპირისპირებაში იპონით დამარცხდა - მასპინძელ ალექსის მატიესთან. 

პარიზში გამოსვლა უიღბლო გამოდგა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილისთვის (-100), რომელმაც უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოევთან ავასატე-იპონით წააგო.

შეგახსენებთ, საქართვეოს ნაკრების ანგარიშზე ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალთან ერთად, ვაჟა მარგველაშვილისა და ჯაბა პაპინაშვილის ბრინჯაოცაა.

altპარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]

altპარიზის გრანდ სლემი: ისევ იპონი და მეორე ქართული მედალი - მარგველაშვილის ბრინჯაო [VIDEO]

altპარიზის გრანდ სლემი. პაპინაშვილმა აზერბაიჯანელ მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხ ბექა მერამდენედ? არადა მეგონა ყველაზე მაგარი იქნებოდი
0
გაუშვით რა ეს კაცი(ტაისონა) ბოი ბეზპრავილაში.დდდდ
რრრ
19:25 06-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული