მესამე საშეჯიბრო დღე მედლის გარეშე - ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე 2 ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი წარსდგნენ.

- 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და შიდოების ხარჯზე ჯერ შვეიცარიელი ნილს სტამპი, მერვედფინალში კი ჯოვანი ესპოსიტოს სძლია, მეოთხედფინალში სოიჩი ჰაჩიმოტოსთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიელ დანიელ კარნინისთან ვაზარით დამარცხდა.

- 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა მეორე წრეში სერბი მარიცა პესენიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს ხელის მტკივნეულით სძლია, თუმცა მეოთხედფინალურ ეტაპზე
იაპონელ ჰარუკა ფუნაბუკოსთან ნევაზათი დამარცხდა, რეპეშაჟში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯესიკა კლიმკაიტთან იპონით წააგო.

შეგახსენებთ, ხვალ 9 ოქტომბერს, ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

altშავდათუაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა - ის რეპეშაჟში იასპარეზებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
შავდათუაშვილი ჩხვიმიანი და ლიპო მართლაც ტურისტებად იყვნენ ჩასულები...მაგრამ ქართულ სენს რა ვუყოთ ავტორიტეტებს ყველაფერი ეკუთვნით... ლაშაზე ვიცოდი ფორმაში რომ არ იყო მაგრამ ესე რომ ერთი ილეთიც ვერ დაიწყო არ მეგონა ....... ახალგაზრდები თუ გვიშველიან რაღაცას ვნახოთ ....
გაგი
08:25 09-10-2022
0
ერთადერთი ქართველი ყოჩაღობს საჭიდაო სახეობებში,დათუნაშვილი და ისიც სერბეთის სახელით.
ჯუჯი
00:42 09-10-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული