გამარჯვება 37 წამში! - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ნახევარფინალში არიან!

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე - 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, ნახევარფინალში იასპარეზებს.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს შეხვედრის დაწყებიიდან 23 წამში იპონით სძლია.

ქართველი ნახევარფინალში მასპინძელ დავლათ ბობონოვს დაუპირისპირდება, ლუკა მაისურაძე კი იტალიელ კრისტიან პარლატის შეხვდება.

რაც შეეხება მაისურაძეს, მოქმედი ევროპის ჩემპიონი ტურნირზე მეორე წრეში ჩაერთო და ლიბანის სახელით მოასპარეზე კარამნობ საგაიპოვი დაამარცხა, მერვედფინალში კი მონღოლ ალტანბაგანა გატულგას სძლია.

ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს იპონით მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აშკარა, თვალშისაცემი მიკერძოება. უნამუსოდ და უსინდისოდ წააგებინეს
იკა
14:23 10-10-2022
0
წარმატებები ჩვენს ბიჭებს . 90 კილო ჩვენი წონაა
ლაშა19
14:02 10-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული