თუშიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - 4 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელ, მე-7 დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"თუშა" ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში კი გერმანელ იოჰან ფრეის ბოლო წამებზე იპონით სძლია, სამწუხაროდ, გურამი კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკი ალიშერ იუსიპოვი იპონით დაამარცხა.

ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება
შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.


altთუშიშვილი მერვედფინალშია, სომხიშვილი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა


მკითხველის კომენტარები / 23 /
ასეთი დამპალი მსაჯობა,მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ მახსოვს.მიუხედავად ამისა,მაინც მეტის გაკეთება შეგვეძლო.ისეთები წააგეს,რომლებიც არ უნდა წაგვეგო.ისე მარტივად მაინც.
სოსო
01:49 13-10-2022
0
პირადად უკეთეს შედეგს ველოდი, ანუ ერთი ოქრო, ან ვერცხლი კიდევ უნდა აგვეღო. რაღაც შავდათუაშვილს უჭირდა ილეთის გაკეთება, რაც დამაფიქრებელია, რადგან პარიზის ოლიმპიადა ახლოვდება და ამ წონაში ისევ მას მოუწევს ჭიდაობა. დიდებული იყო მაისურაძე, რომ დასანანი შეცდომა არა ფინალში იყო. ვფიქრობ ბექას მაგივრობა გადაჭარბებით შეასრულა.
ჟორა გაბრიჭიძე
23:47 12-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული