თუშიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - 4 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელ, მე-7 დღეს, ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ტემურ რახიმოვი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"თუშა" ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში კი გერმანელ იოჰან ფრეის ბოლო წამებზე იპონით სძლია, სამწუხაროდ, გურამი კუბელ ენდი გრანდასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უზბეკი ალიშერ იუსიპოვი იპონით დაამარცხა.

ჯამში საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა, 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი გახდა, -90 კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება
შეძლეს ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ.


altთუშიშვილი მერვედფინალშია, სომხიშვილი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა


მკითხველის კომენტარები / 23 /
ტატოს ოქრო რომ არა ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა იქნებოდა ქართული ძიუდოს ისტორიაში.ვიდრე საქოცეთი არ მოშორდება სრულიად საქართველოს მანამდე არაფერი გვეშველება.
მიშა
13:58 12-10-2022
41
ბოლო 10 წელიწადში ყველა სპორტში ისეთი წარმატება გვაქ არასდროს არ გვქონია ასეთი ბოლო ოლიმპიადა რად ღირს მარტო რაც გააკეთა ძიუდომ ამიტომ სტანდარტმა აიწია და მეტს მოველოდით შედეგი არ არი ურიგო
Soso
15:00 12-10-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული