ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე

AutoSharing Option
ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

როგორც შუკვანმა 2 აგვისტოს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი. არ შეეძლოთ რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენს მიმართ და ვარ ქართველ ერთან ერთად
-მეთქი"
, - განაცხადა ძიუდოისტმა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

"ფსიქოლოგიურად მომშალეს. ვეცადე, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად ვყოფილიყავი. გამომივიდა კიდეც და კარგ ფორმაში ვიყავი", - განაცხადა შუკვანმა.

ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 12 წელი სპორტშია და მსგავსი მსაჯობა არ ახსოვს. შუკვანის თქმით, მან არაობიექტურ მსაჯობაზე რეაგირებისთვის მიმართა სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, თუმცა მან პასუხი საერთოდ არ გასცა.

შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლის დატოვება და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამმა უდესიანმა მასთან შეხვედრა მოინდომა.

"მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი, სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი", - განაცხადა უდესიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
მკითხველის კომენტარები / 9 /
ესაა ბორიას პოლიტიკაში მოსვლის პირველი შედეგი. უარესს ელოდეთ. ისედაც გახლეჩილი ერი, კიდევ უფრო დააპირისპირა. არ ვიცი რა ხდებოდა ძიუდოისტების სამზარეულოში, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ბეთქილს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესები უნდა დაეცვა და არა ვინმე პიროვნებების. გეჭიდავა, ჩამოსულიყავი და მერე დაგეჭირა მხარი ვისთვისაც გინდოდა. მსაჯობაზე საუბარი მხოლოდ თავის მართლებაა და მეტი არაფერი (5 წამს რა უყოთ). ქართველები საზიზრარ შთაბეჭდილებას ტოვებთ. FFFFFFFFFFუუუუუუუუუუუუუუუუუუ ტQVENIIIIIIIIIIIII
bravo betqil
15:42 02-08-2012
0
ბორიამ კი არ გახლიჩა შე უტვინო შენ, ქვეყანაში სავალდებულოა ნაციონალი იყო? მე თუ არ მინდა ვიყო ნაციონალი რატომ მიპირისპირდები და მრიყავ? რა მინისტრისთვის ნაციონალი პოზიციონერი და ოპოზიციონერი ერთანაირი მოქალაქე არ უნდა იყოს, ერთი და იგივე უფლებებით??? ივანიშვილი კი არ დევნის განსხვავებულ აზრს, არამედ თქვენ ვითომ დემოკრატი ნაცები... დემოკრატიის აზრიც არ გესმით რა არის და განსხვავებული აზრის ადამინის მიღებაც არ გსურთ... გეშინიათ სასტიკად, ნეიტრალი ოთო!!!!
ოთო
16:08 02-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული