ალექსიძემ მედიისთვის ოფიციალური კომენტარი 2 აგვისტოს ლონდონში, ოლიმპიურ სოფელში გააკეთა.
გიორგი ალექსიძე:
"ვფიქრობ, საკმაოდ უცნაური განცხადებები გაკეთდა ბეთქილ შუკვანის მხრიდან. ზოგადად რომ შევაფასოთ, შუკვანმა ძიუდოისტთა ტურნირის პირველივე დღეს მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებზე. საწყისი შეხვედრა კარგად ჩაატარა, ასევე იგებდა მეორე შეხვედრასაც, თუმცა, ჩვენთვის ყველასათვის სამწუხაროდ, ბოლო წამებზე დამარცხდა და მედლისათვის
რაც შეეხება სპორტსმენის მსაჯების მიმართ გამოთქმულ განცხადებას, რომ თითქოს არ იყო მათზე ზემოქმედება ჩვენი მხრიდან ამ კონკრეტულ მომენტში, მსურს განვაცხადო, რომ ძიუდოს ფედერაციას ნამდვილად არ აქვს მსაჯებზე ზემოქმედების არანაირი საშუალება.
ისინი სრულიად ნეიტრალურად მოქმედებენ, არიან კომისრის კონტროლის ქვეშ, ხოლო საეჭვო მდგომარეობების დროს ვიდეო-გამეორებებით იღებენ გადაწყვეტილებებს. ხოლო არც ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელს, არც ოლიმპიური დელეგაციის წევრს და არც არავის, არ აქვს მსაჯებზე რაიმე სახით ზემოქმედების უფლება და გადაწყვეტილებების შეცვლის იძულება.
რაც შეეხება სპორტსმენის დაბრუნებას საქართველოში, მან თავად მითხრა ამის შესახებ, რომ ოჯახური პრობლემების მიზეზით მეორე დღესვე სურდა ლონდონიდან გამგზავრება.
მისი ასეთი დამოკიდებულება მართლაც გამიკვირდა, რადგან კიდევ 6 სპორტსმენს ჰქონდა საასპარეზო. ყველანი მოველოდით, რომ შუკვანი ბოლომდე დარჩებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და შუკვანმა თავისივე სურვილით დატოვა ოლიმპიური თამაშები.
მან ასევე ისაუბრა ზეწოლაზე სპორტსმენის მიმართ. მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა არაერთი ქვეყნის სპორტული დელეგაციები, ვცხოვრობთ ოლიმპიურ სოფელში, სადაც უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. აქ არ იყიდება ალკოჰოლური სასმელი, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მოსახვედრად გარკვეული პროცედურებისა და შემოწმების სისტემების ბარიკადების გავლაა საჭირო.
ასე რომ, ნასვამი ადამიანების გადაადგილებას და მით უმეტეს, მათი მხრიდან იმ სპორტსმენებზე ზეწოლას, რომლებმაც უნდა იასპარეზონ ოლიმპიურ თამაშებზე, სრულად გამოვრიცხავ".
msy.gov.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადება
ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
სკანდალი: ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან საქართველოს დელეგაციას გამოექცა [+VIDEO]