ბეთქილ შუკვანი: მე არაჯანსაღი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ

AutoSharing Option
ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონში დაბრუნდა და საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბეთქილ შუკვანმა აცნობა და შესაბამისი განცხადებაც მოგვაწოდა.

ბეთქილ შუკვანის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"სამწუხაროდ, არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია. მე მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ.

საზოგადოებამ კარგად იცის ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას ჩემს თავს გადახდენილი ისტორია, თუმცა ის უმსგავსობა, რაც დღეს ქართულ სპორტში ტრიალებს, მხოლოდ ჩემი ამბით არ შემოიფარგლება.

მე ახლა კვლავ ვიმყოფები ლონდონში, გავდივარ იურიდიულ კონსულტაციებს და ვაპირებ, საერთაშორისო სასამართლოს მივმართო.

მე ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლისთვის, გამოვააშკარავებ იმ მძიმე
რეალობას, რაც დღეს ქართულ სპორტში არსებობს და ქართულ საზოგადოებას დროულად შევატყობინებ პროცესის მსვლ
ელობის შესახებ", - აღნიშნულია ბეთქილ შუკვანის განცხადებაში.

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონის ოლიმპიადიდან საქართველოში დროზე ადრე დაბრუნდა. მან 2 აგვისტოს "ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

"მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი, სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი", - განაცხადა შუკვანმა.

შუკვანის თქმით, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი, არ შეეძლოთ რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენი
და ვარ ქართველ ერთან ერთად-მეთქი", - განაცხადა ძიუდოისტმა 2 აგვისტოს.

შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

"ფსიქოლოგიურად მომშალეს. ვეცადე, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად ვყოფილიყავი. გამომივიდა კიდეც და კარგ ფორმაში ვიყავი", - განაცხადა შუკვანმა.

ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 12 წელი სპორტშია და მსგავსი მსაჯობა არ ახსოვს. შუკვანის თქმით, მან არაობიექტურ მსაჯობაზე რეაგირებისთვის მიმართა სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, თუმცა მან პასუხი საერთოდ არ გასცა.

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით 2 აგვისტოსვე განაცხადა, რომ ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანის ბრალდებები უსაფუძვლოა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

დავით ნამგალაური: ბეთქილ შუკვანი ჩვენს სპორტსმენებს საქომაგოდ არ მიჰყვებოდა
"საქართველოში ხელისუფლება სპორტსმენებზე ზეწოლას ახორციელებს!"
გიორგი ალექსიძე: ბეთქილ შუკვანმა ოლიმპიადა საკუთარი სურვილით დატოვა
ბეთქილ შუკვანი: ოლიმპიური სოფლიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
ბეთქილ შუკვანის 5-წამიანი დრამა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული