ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
26 აპრილს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ).

ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ჩერნოგორიელი მსოფლიოს 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი სრდან მრვალჯევიჩი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ძირითადი დრო მეტოქეებმა თითო გაფრთხილებით დაასრულეს, დამატებითში კი ჩვენებურმა იპონი მიითვალა.

ჭრიკიშვილმა მანამდე პორტუგალიელ ლუზ კარლოსსა და ესტონელ გიორგი ლადოგინს სძლია.

ქართველი ძიუდოისტი ფინალის საგზურისთვის ბელგიელ იოაჰიმ ბოტიეაუს შეებრძოლება.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მოგებით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: მორიგი წარმატების იმედად
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი
მოლოდინი გამართლდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული