სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა: ლაშა შავდათუაშვილს დასვენება სჭირდება!

AutoSharing Option
ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (66) 1 მაისს თბილისში გამოკვლევა ჩაუტარეს ტრავმის ხარისხის დასადგენად, რომელმაც, საბედნიეროდ, ოპერაციის საშიში მოლოდინი გამორიცხა - ჩვენი ნაკრების ლიდერს მხოლოდ საზარდულის კუნთი აღმოაჩნდა დაჭიმული და დასვენება სჭირდება.

მოგეხსენებათ, ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ შავდათუაშვილმა გერმანიაში გაიკეთა საზარდულის ოპერაცია.

მაშინდელი გართულება უკვალოდ კი ჩამთავრდა, მაგრამ წინა კვირას, ევროპის პირველობაზე, სადაც ჩვენებურმა მორიგი დიდი ტიტული მოიპოვა, ანალოგიურმა პრობლემამ (ოღონდ არა ძველმა) ისევ შეაწუხა.

ბუდაპეშტში ლაშამ ამ ტრავმით იჭიდავა, რაც ეტყობოდა კიდეც მის გამოსვლას. ამის მიუხედავად, კვლავაც ვერავინ დაუდგა
წინ და დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი.

თუმცა იქვე გაჩნდა შიშიც მისი ფეხის გამო - ხომ არ დასჭირდებოდა მეორე ოპერაცია. საბედნიეროდ, ეს შიში უსაფუძვლო გამოდგა.

როგორც გითხარით, მას დასვენება სჭირდება. ამიტომ ერთი კვირა არ ივარჯიშებს და არ დაიტვირთება, მერე კი ჩვეულებრივად გააგრძელებს მზადებას.

1 მაისს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ბუდაპეშტური შეჯიბრების კიდევ სამ მედალოსანს - ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს (81; ფეხზე) და ვიცე-ჩემპიონებს - ნუგზარ ტატალაშვილს (73; მხარზე) და ვალერი ლიპარტელიანს (90; ხელზე).

საბედნიეროდ, არც მათი ტრავმებია განსაკუთრებულად საშიში და სერიოზული. შავდათუაშვილის მსგავსად, არც ამ ტრიოს შეეშლება ხელი მსოფლიოს პირველობისთვის მზადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტიკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ რა შავდათუაშვილი,შენს გარდა ვერავინ გვასახელა! დაასვენეთ ეს ბიჭი რა გაუხურეთ საქმე
0
ნეტა ევროპის მაგივრად მართლა მსოფლიო ქონდეს მოგებული. გაასწორე ადმინ ტეხავს მაინც
levan
23:24 02-05-2013
0

სიახლეები პოპულარული