სამაგიეროდ, ახალგაზრდა ფალავანმა ნაკრებში ირაკლი უზნაძის დანიშვნის შემდეგ ისახელა თავი - პარიზის "დიდ სლემზე" ვერცხლი მოიგო, დიუსელდორფის "დიდ პრიზსა" და უნგრეთში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე კი პირველობა არავის დაუთმო.
შეგახსენებთ, ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრებმა თავისთვის სარეკორდო რაოდენობის მედლები და გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
ავთანდილ ჭრიკიშვილთან ინტერვიუ სწორედ ტრიუმფის მიზეზებზე ლაპარაკით დავიწყეთ.
- მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაცია
- რაშია ძირითადი განსხვავება პეტერ ზაიზენბახერსა და ირაკლი უზნაძეს შორის?
- ზაიზენბახერი ევროპელია, გეგმას მიჰყვებოდა და შეგეძლო თუ არა, ვარჯიშს მაინც გაიძულებდა. ირაკლი კი ქართველია და საქმეს ადამიანურად უდგება. ტატამს მიღმა ძალიან მეგობრულია, ვარჯიშისას - მკაცრი და სამართლიანი. როცა ექიმიც დაუდასტურებს, რომ რამე გაწუხებს, ნაკლებად დაგტვირთავს ან დასვენების საშუალებას მოგცემს.
ერთხელ ლიპარტელიანს თითი ჰქონდა მოტეხილი და ზაიზენბახერმა მაინც ავარჯიშა... თუ გინდათ, მთელი ღამე არ დაიძინოთ; მთავარია, დილით ვარჯიში არ გააცდინოთო, - გვეუბნებოდა.
ქართველ მწვრთნელებს კი სულ რეჟიმში ვყავართ, გვაკონტროლებენ: ღამით დროულად თუ ვიძინებთ, ტელეფონები თუ გამოვრთეთ და ა. შ.
- ფიზიკურადაც რომ მოუმატეთ, ბაკურიანული შეკრების დამსახურებაა?
- ორი წელიწადია, ნაკრებს ბაკურიანში შეკრება აღარ გაუვლია. არადა, ავსტრიელის დანიშვნამდე სულ იქ ვემზადებოდით. ჯერ მარტო ჰავაა ისეთი, სულ რომ არ ივარჯიშო, მაინც შეგერგება.
- ზაიზენბახერს კი ბრაზილიასა და მონღოლეთში დაჰყავდით...
- სპარინგპარტნიორების ხშირი ცვლის მხრივ, კარგი იყო, მაგრამ თვითმფრინავში დიდ დროს ვატარებდით. ბრაზილიამდე 14 საათი უნდა იფრინო. იქ ჩასულს "გონზე მოსასვლელად" 2-3 დღე მაინც გჭირდება, ზაიზენბახერი კი ერთ კვირაზე მეტს არც ერთ ქვეყანაში არ გვაჩერებდა. დასვენებას ვერ ვასწრებდით და არც ერთი შეკრება არ "შეგვერგო"...
- წელს მედლები სამივე დიდ ტურნირზე მოიგე... ასეთ ასაკში წონის ლიდერის სტატუსი ფსიქოლოგიური ტვირთი ხომ არ არის?
- პირიქით, სტიმულს მაძლევს. ხშირად წაგებისას თვითრწმენას კარგავ. როცა იცი, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგიძლია, უფრო თავისუფლად ჭიდაობ. შავდათუაშვილის მაგალითი ავიღოთ: ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ ადრინდელზე მეტი შემართებით ვარჯიშობს, ევროპის ჩემპიონიც გახდა.
ისე, მეც ძალიან შრომისმოყვარე ვარ. პატარაობისას მწვრთნელს მე და ჩემი მეგობრები ბევრჯერ გავუყრივართ დარბაზიდან - გეყოფათ ამდენი ვარჯიშიო (იცინის).
იხილეთ სრულად
რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
ასევე იხილეთ:
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან
ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა
ძიუდოს ახალი საერთაშორისო რეიტინგი გამოქვეყნდა
ივანიშვილის დაპირება: სუპერთანამედროვე ბაზა ძიუდოისტებს... რამდენიმე!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
უცხოელები და ქართული მენტალიტეტი - რით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან