ირაკლი უზნაძემ შეგირდები კორეაში პირდაპირ ტიუმენიდან წაიყვანა, მასტერსის ტურნირის დასრულებისთანავე.
ჩვენები სამშობლოში 8 ივნისს დაბრუნდებიან, რის შემდეგაც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართი მსოფლიოს პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავლენ.
მართალია, ევროპის პირველობის მერე გამართული ყველა სპორტული ღონისძიება - ბაქოსა და ტიუმენში გამოსვლა, ანტალიურ კემპში მონაწილეობა თუ ეს ერთობლივი შეკრებაც იმ საპასუხისმგებლო შეჯიბრებისთვის მზადყოფნას ისახავს მიზნად, მაგრამ ახლა მიზანმიმართულ
საამისოდ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ბაკურიანში გასავლელი შეკრება იქნება, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.
შეიძლება ითქვას, ეს იქნება საძირკველი, რომელსაც ბრაზილიური წარმატება უნდა დაეშენოს - რაც უფრო მყარად ჩაყრიან მას, ანუ რაც უფრო ნაყოფიერად ივარჯიშებენ ბაკურიანში, ბრაზილიაში მით მეტის მიღწევის შანსი ექნებათ.
თუმცა ბაკურიანში წასვლამდე გუნდს ერთი "ლირიკული გადახვევაც" ექნება - 11-20 ივნისს მინსკში გამოვა საწვრთნელ კემპზე.
უზნაძე არც ამჯერად უღალატებს თავის შეხედულებას, რაც ამგვარი ერთობლივი ვარჯიშების აუცილებლობას ითვალისწინებს და შეგირდებს იქაც წაიყვანს. მერე კი მშვიდად დაიწყებს მზადებას მსოფლიოს პირველობისთვის.
მწვრთნელს მინსკში შეკრებაზე ახლა მყოფ ფალავნებთან ერთად (იქ მასტერსზე ნამყოფი შემადგენლობაა წასული) დამატებით კიდევ მიჰყავს რამდენიმე ძიუდოისტი, მაგრამ მათ ვინაობაზე უზნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.
იმ შეჯიბრებისთვის მოსამზადებელ გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო 20-21 ივლისს მოსკოვში გასამართი "დიდი მუზარადი" იქნება, სადაც უკვე, ძირითადად, დასრულდება რიოში გასაგზავნი გუნდის ფორმირება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"