ამ მხრივ უფრო რთულ ვითარებაში ბიჭების გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე აღმოჩნდა, რომელიც ტრავმებმა ფრიად დააზარალა - ჯერ იყო და პოლონეთის ტურნირზე ხელი მოიტეხა 55 კილოგრამში ლიდერად შეგულებულმა თორნიკე ნაგლიაშვილმა. მას თაბაშირს 14 ივნისს მოხსნიან. თითებს უკვე ამოძრავებს და ვინძლო, მსოფლიოს პირველობისთვის მაინც მოასწროს გამოჯანმრთელება.
ცირეკიძეს თითქოს ეს არ ეყოფოდა და სამიოდე დღის წინ ვარჯიშზე მხარი ამოუვარდა 81-ში ასევე ლიდერად ჩამოყალიბებულ გიორგი ქურდიანს. სამწუხაროდ, მწვრთნელებს
ეს ვაკანსია კიდევ ერთ წონაში გვაძლევს გაორების საშუალებას, მაგრამ აქაც ჯანმრთელობის პრობლემაა - მწვრთნელებს ზვიად ხუბულურის (60) წაყვანა სურთ, მაგრამ მას თირკმელები აწუხებს და არ იციან, დართავენ თუ არა ექიმები ასპარეზობის ნებას. შესაძლოა, ეს საკითხი დღესაც გაირკვეს, მაგრამ თუ ხუბულური ვერ დაეხმარებათ, მაშინ ჭაბუკებში ევროპის შარშანდელ ჩემპიონ ერეკლე არხოზაშვილს წაიყვანენ, რომელიც მაშინ 50-ში გამოდიოდა, ახლა კი 55-ში ჭიდაობს.
ცირეკიძის გადაწყვეტილებით, ტალინში რობიზონ ბეგლარიშვილი (50), ბექა ნათათრალაშვილი (55), გიორგი კაციაშვილი (60), კობა მჭედლიშვილი, სიმონ მამარდაშვილი (ორივე - 66), თამაზ კირაკოზაშვილი (73), გიორგი გველესიანი, დავით რამაზაშვილი (ორივე - 90) და ჯაბა მუმლაძე (+90) იჭიდავებენ.
ამათგან მჭედლიშვილიც ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ნათათრალაშვილი და რამაზაშვილი - ვერცხლისმედალოსნები არიან, კაციაშვილი კი მესამე პრიზიორია. ოღონდ მჭედლიშვილი და კაციაშვილი შარშან თითო წონით დაბლა გამოდიოდნენ.
ტალინში გოგოების ტურნირშიც გვეყოლება გუნდი - გია თენაძის გადაწყვეტილებით, იქ მზია ბებოშვილი, სალომე მარგიანი (ორივე - 48), მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე (52) და ხატია ჯანაშვილი (63) გამოვლენ.
ცირეკიძის არ იყოს, ტრავმებმა თენაძესაც შეუქმნა პრობლემები - გუნდის გამოკვეთილ ლიდერ მარიამ ჯანაშვილს წელი და მხარი სტკივა.
გოგოებიც და ბიჭებიც გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში გადიან შეკრებას, ესტონეთში კი 19 ივნისს, გამთენიისას გაფრინდებიან.