"ჰიფუმი აბეს მოვუგე, შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტის ისტორია

AutoSharing Option
კობა მჭედ­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რია, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ჭა­ბუ­კებ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი 23-წლამ­დელ­თა შო­რის, მსოფ­ლიო პრი­ზი­ო­რი ახალ­გაზ­რდებს შო­რის, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. უკვე ხვდე­ბით, რომ ჭი­და­ო­ბა კო­ბას­თვის ყვე­ლა­ფე­რია. აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ ეს სპორ­ტი მათი ოჯა­ხის ტრა­დი­ცი­აც არის.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ტრა­დი­ცი­ას ვაგ­რძე­ლებ. რაც თავი მახ­სოვს, სულ ვჭი­და­ობ, იმ პე­რი­ო­დი­დან, რაც ფეხი ავიდ­გი (ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც არ­სე­ბობს)“, - ამ­ბობს კობა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ვარ­ჯი­ში 5 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ტან­ვარ­ჯიშ­სა და ბა­ტუტ­ზე და­დი­ო­და, რა­მაც მის მოქ­ნი­ლო­ბა­ზე ძი­უ­დო­ში
ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

"8 წლის რომ ვი­ყა­ვი, მშობ­ლებ­მა უკვე ძი­უ­დო­ზე, კლუბ "შე­ვარ­დენ­ში" მი­მიყ­ვა­ნეს. ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სპარ­ტაკ გორ­გა­ძე იყო. რა თქმა უნდა, ვარ­ჯი­ში მი­ფას­დე­ბო­და და ერთი მე­და­ლი ყო­ველ­თვის მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და იმის­თვის, რომ მე­ო­რე მედ­ლის­თვის უფრო მეტი მე­ვარ­ჯი­შა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რებ­და", - გვიყ­ვე­ნა რეს­პონ­დენ­ტი.

- რო­გორც ჩანს, მშობ­ლე­ბის როლი ამ საქ­მე­ში დიდ­ზე დი­დია...
- მშობ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბამ უდი­დე­სი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ზე. გვერ­დში მედგნენ რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ისე მო­რა­ლუ­რად. მა­მა­ჩე­მი ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს გვერ­დით გა­და­დებ­და ხოლ­მე და შე­ჯიბ­რების დღეს ყო­ველ­თვის ჩემ გვერ­დით იყო.

- პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა რა ასაკ­ში მო­ი­პო­ვეთ და რა იყო?
- პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი ერე­ვან­ში მქონ­და. ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი, რო­მელ­ზეც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე.

- ზო­გა­დად, რა სპორ­ტია ასე­თი, რომ ასეთ საბ­რძო­ლო ჟინს იწ­ვევს?
- ვფიქ­რობ, ჟინი ნე­ბის­მი­ერ სპორ­ტშია, თუმ­ცა ძი­უ­დო ნამ­დვი­ლად უფრო მე­ტია, ვიდ­რე სპორ­ტი. ბრძო­ლის გარ­და, ეს არის დის­ციპ­ლი­ნა და მე­ტო­ქის პა­ტი­ვი სცე­მა, რაც მე ძი­უ­დო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. ამის გარ­და, ნამ­დვი­ლად უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლია სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის აჟ­ღე­რე­ბა.

რო­გორც ჩანს, ახლა ასეა სა­ჭი­რო, რაკი ასეთი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეთ... თქვე­ნი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლა იქ­ნებ გა­იხ­სე­ნოთ?
- კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შეხ­ვედ­რა მახ­სოვს მა­ი­ა­მი­ში. 2013 წელს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, ია­პო­ნე­ლი და­ვა­მარ­ცხე. ეს შეხ­ვედ­რა ორ­მა­გად სა­ნერ­ვი­უ­ლო იყო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ია­პო­ნია ძი­უ­დოს სამ­შობ­ლოა და ძი­უ­დო­ის­ტი (ჰი­ფუ­მი აბე), რო­მელ­საც მო­ვუ­გე, დღეს ერთ-ერთი ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნია. რო­გორც ვიცი, მას კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე სულ 10 წა­გე­ბა აქვს, ერთ-ერთი ჩემ­თან. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ია­პო­ნე­ლე­ბი ორ­ჯერ იყ­ვნენ სტუმ­რად ჩემ­თან და გა­და­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი. გუნდთან ჩა­მო­სუ­ლი იყო ყო­ფი­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ტა­კა­ში ონო.

აქვე გეტყვით, რომ აბე მსოფლიოს 3-გზის და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ქართველი ძიუდოისტისგან მსგავსი კალიბრის ჯუდოკას დამარცხება კი, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული