ჭაბუკმა ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთში 13 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრები დიდი წარმატებით გამოვიდა უნგრულ დიორში ჩატარებულ 15-წლამდელთა ევროპის თასზე.

თამაზ კარიაულმა, გიგა ბოჭოიძემ, ნესტორ ხერგიანმა და დავით თევდორაძემ უნგრეთში 14 მონაწილე წაიყვანეს (მათ შორის - გოგოებიც), რომელთაგანაც 13-მა მედალი მოიპოვა, ერთი კი მეხუთეზე გავიდა, ანუ ბრინჯაოსთვის პაექრობა დათმო.

ჩვენებურთა საერთო მონაგარი ბრინჯაოა. აქედან 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო გოგოების მოპოვებულია.

ტურნირის გამარჯვებულები ნიკოლოზ კობაიძე (40), შათირ შერაზადიშვილი (66), ოთარ გოგიძე (73) და ამირან წიქორიძე (+81) გახდნენ. ალექსანდრე მამიაშვილი (50), ალექსანდრე სულაკაძე (60), ნატა ყიფშიძე (40) და
ეთერ ლიპარტელიანი (52) მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ, მესამე საპრიზო ადგილზე კი გიორგი თუთაშვილი (40), გიორგი მღებრიშვილი (45), ნუგზარ ტაბლიაშვილი (55), ნინო მგელაძე (48) და სალომე მჭედლიშვილი (63) გავიდნენ.

უმედლოდ მხოლოდ მარიამ თოდუა (44) დარჩა, თუმცა მასაც ერთი მოგება დააკლდა კვარცხლბეკამდე.

ეს ის ასაკია, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზოს. იმ შეჯიბრებისთვის მოზარდები საგანგებო პროგრამით ემზადებიან და მისასალმებელია მათი ასეთი კარგი გამოსვლა. მით უფრო, რომ ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითი და ძალზე ძლიერი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული