ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 8 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასი 8 მედლით დაასრულა. ტურნირს ბიელსკო-ბიალამ (პოლონეთი) უმასპინძლა.

ევროპის თასის მფლობელი გიზო გუგუნაშვილი (90 კგ) გახდა, ხოლო გიგა ტატიაშვილი (+90 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლები ნიკა ბაჩიაშვილმა (50 კგ), კაკო ჩაფურიშვილმა (50 კგ), კოტე კაპანაძემ (60 კგ), გიორგი ტერაშვილმა (66 კგ), ალექსანდრე ლოლაძემ (72 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+90 კგ) მოიგეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული