გიორგი გუგავას ექსპერიმენტი ახალგაზრდულ ნაკრებში - სრული, მაგრამ არასრული

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები უკვე ბოსნიაშია, სადაც 20-22 სექტემბერს სარაევოში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გუგავამ ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა - სრული, ანუ 10-კაციანი გუნდით კი მიდის, მაგრამ ორ წონაში - 55 და 66 კილოგრამებში მონაწილე არ გვეყოლება, მათ ხარჯზე კი სამ წონაში იახლა ორ-ორი შეგირდი.

საერთაშორისო ტურნირებისა თუ საკონტროლო შეხვედრების შემდეგ ბოსნიაში წასაყვანად შემდეგი ფალავნები შეარჩია: ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ლევან გუგავა (73), უშანგი მარგიანი (81), ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90), გურამ
თუშიშვილი, თორნიკე ოთინაშვილი
(100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე (+100).

სამწუხაროდ, ამჯერად ევროპის პირველობაში გოგონებში მონაწილე არ გვეყოლება.

20 სექტემბერს ბიჭებიდან 55, 60 და 66 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ, 21-ში - 73-81-ის, ბოლო დღეს კი 90, 100 და +100 წონითი კატეგორიების ფალავნები გავლენ ხალიჩაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული