შესაბამისად, შეჯიბრებაზე დღეისათვის საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ლიდერი იყო წარმოდგენილი. ფავორიტთაგან ვერ იჭიდავეს მარი ჯანაშვილმა და გურანდა შოთაძემ. ორივე მათგანს ტრავმების გამო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადიან.
შეჯიბრებაზე ყველაზე უკეთ აჭარელმა გოგონებმა იასპარეზეს (მწვრთნელი ნანა კირკიტაძე). მათი წარმომადგენლები შვიდიდან ოთხ წონით კატეგორიაში გახდნენ ჩემპიონები. გამარჯვებულთაგან ჩვენი საჭიდაო სამყაროსთვის კარგადაა ცნობილი ირინა ლეონიძე, შორენა შარაძე, სალომე აბაშიძე, აგრეთვე, ქართული
ასპარეზობას ესწრებოდა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე. წონით კატეგორიებში უძლიერესთაგან დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა და ძირითადი ბირთვი მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობის მისაღებად.
კვარცხლბეკი
48 კგ. 1. ოლიკო ალადაშვილი, 2. ლიკა როგავა, 3. ნატა ყიფშიძე (სამივე - თბილისი), ხატია შარაძე (აჭარა).
52 კგ. 1. მზია ბებოშვილი, 2. სალომე მარგიანი, 3. ვარდო ლოლუა, ანი არსოშვილი (ოთხივე - თბილისი).
57 კგ. 1. სალომე აბაშიძე (აჭარა), 2. ეთერ ლიპარტელიანი (თბილისი), 3. სოფიო ბერიძე, გურანდა აბესლამიძე (ორივე – აჭარა).
62 კგ. 1. შორენა შარაძე (აჭარა), 2. თამარ მჭედლიშვილი (თბილისი), 3. მალვინა ლორთქიფანიძე, ქრისტინე მამულაძე (ორივე - აჭარა).
70 კგ. 1. თეონა სუხიტაშვილი (კახეთი), 2. ნინო მარტიაშვილი (აჭარა), 3. ელისო სისაური (ახმეტა), სალომე მჭედლიშვილი (თბილისი).
78 კგ. 1. ნია ნატროშვილი (კახეთი), 2. მარიანა კირკიტაძე, 3. მალვინა კირკიტაძე (ორივე - აჭარა), ნათია ყავრელაშვილი (თბილისი).
+ 78 კგ. 1. ირინა ლეონიძე (აჭარა), 2. ელენე ქებაძე (კახეთი), 3. მარიამ ცერცვაძე (ზესტაფონი), მელანო ოტოლაძე (აჭარა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"