ძიუდოს ახალი რეიტინგები: ავთანდილ ჭრიკიშვილი ისევ პირველია

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ათეულში ერთბაშად ოთხი ქართველი ძიუდოისტია.

მსოფლიოს საუკეთესოთა კოჰორტას სათავეში საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) უდგას. მისი სარეიტინგო მონაგარი 3 610 ქულაა და საგრძნობლად უსწრებს უახლოეს მდევარს, მონღოლ ბოლდბაატარ განბატს (60 კგ) - 2 676 ქულა.

რეიტინგში 2 470 ქულით მეხუთე საფეხური უჭირავს ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ). მასზე 190 ქულით ნაკლები აქვს და მეშვიდე ადგილზეა ამირან პაპინაშვილი (60 კგ). მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა 2 021 ქულა დააგროვა და
მეცხრე ადგილზეა.

მსოფლიოს რეიტინგი
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქ) - 3 610 ქულა, 2. ბოლდბაატარ განბატი (მონღ) - 2 676, 3. ლუკას კრპალეკი (ჩეხ) - 2 588, 4. ტედი რინერი (საფ) - 2 500, 5. ვარლამ ლიპარტელიანი (საქ) - 2 470, 6. რაფაელ სილვა (ბრაზ) - 2 302, 7. ამირან პაპინაშვილი (საქ) - 2 280, 8. კრილ მარე (საფ) - 2 246, 9. ადამ ოქრუაშვილი (საქ) - 2 021, 10. კრისტიან ტოტი (უნგ) - 2 007.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული