ბრინჯაოს მედლისთვის პაპინაშვილი ყაზახ რუსტამ იბრაიევს შეხვდება, ხოლო მარგველაშვილი - რუს იაკუბ შამილოვს.
ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
მსოფლიოს მესამე პრიზიორმა პაპინაშვილმა ტორუ შიშიმესთან წააგო, საქართველოს ჩემპიონმა მარგველაშვილმა კი - კენგო ტაკაიჩისთან.
მანამდე პაპინაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც გერმანელ ფილიპ გრაფს სუფთად აჯობა, მერვედფინალში კი რუსი ალბერტ ოგუზოვი შებოჭა. მეოთხედფინალში ქართველმა
ტურნირის პირველ დღეს სულ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარაზა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა გაფრთხილებებით დათმო ლაშა გიუნაშვილმა, რომელსაც მეტოქედ სომეხი ჰოვანეს დავთიანი ჰყავდა. სომეხ დავით გაზარიანთან სასტარტო ორთაბრძოლის მოგების შემდეგ რომის ტურნირის ფინალისტი თორნიკე თათარაშვილი (66) ბრაზილიელ რიკარდო სანტოს ჟუნიორთან ვაზარით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში, რომელიც 22 თებერვალს დასრულდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიან, ქალთა ტურნირში მონაწილე კი არ გვეყოლება.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:
-60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი.
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი.
-73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი.
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი.
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი.
-100 კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი.
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.
ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში