ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ანტალიის ტურნირზე 10 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
მიმდინარე შაბათ-კვირას, წლის პირველ უცხოურ ტურნირში ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმაც იჭიდავეს - ანტალიაში გამოვიდნენ ევროპის თასზე, სადაც 10 მედალი მოიპოვეს: თითო ოქრო-ვერცხლი და 8 ბრინჯაო. ამ 8-დან 2 ბრინჯაო გოგოების ნაკრების მონაგარია, დანარჩენი კი ბიჭებს ეკუთვნით.

ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი (60) გახდა, ელდარ ჯიქიძე (81) მეორეზე გავიდა, ზურაბ კახნიაშვილმა (50), ბაგრატ ნინიაშვილმა (66), ლაშა დუდაშვილმა (73), ლუკა მაისურაძემ (81), ონისე სანებლიძემ და ავთანდილ ტაბატაძემ (ორივე - 90) ბრინჯაო მოიპოვეს.

ამავე სინჯის მედლის დაუფლება კიდევ სამ ქართველს შეეძლო - ნიკა ლაბაძეს (73), გოგა
ქევხიშვილს
(81) და ზაურ კენჭაძეს (90), თუმცა დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ. ოღონდ ლაბაძემ დუდაშვილთან წააგო, კენჭაძემ - სანებლიძესთან.

გოგოებიდან ბრინჯაოს მედლებს ნინო მგელაძე (52) და სოფო სომხიშვილი (+70) დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ სომხიშვილს დებიუტი ჰქონდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეხუთეზე გავიდა, ცალკე ბიჭები კი მეორეზე, მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული