შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა (იხილეთ ვრცლად).
73 კგ
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ბაქოში საჭიდაოდ მაინც წაიყვანა ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) - ის ამათში გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე რუსი ზელიმხან ოზდოევის, ჩეხი იაკუბ იეცმინეკისა და გერმანელი კრისტოფ ვიოლეკის პაექრობაში გაირკვევა. სამწუხაროდ, ამავე ქვეჯგუფში მოხვდა შავდათუაშვილისთვის უხერხული მეტოქე, აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვიც, მაგრამ მას ჩვენებური მეოთხედფინალამდე არ ხვდება.
პირდაპირ მეორე წრეშია დაშვებული ნუგზარ ტატალაშვილიც, ოღონდ მისი მეტოქე ჯერ უცნობია, თუმცა ის უცილობლად პირინეელი იქნება - პორტუგალიელი ანდრე ალვეში ან ესპანელი ხავიერ რამირესი. ცოტა ძნელია, ამ ჯგუფის მეტოქეებიდან სიძლიერით ვინმე გამოარჩიო, თუმცა არჩევანზე თუ მიდგა საქმე, რუს დენის იარცევსა და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს გამოვყოფთ. ესეც - სხვებთან შედარებით, თორემ ტატალაშვილს მათთან არ უნდა გაუჭირდეს.
81 კგ
81-ში ორივე ჩვენებური მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში - უშანგი მარგიანი ჩეხ იარომირ მუსილს დაეჭიდება, ლაშა ზურაბიანი - გერმანელ ალექსანდერ ვიცზერზაკს.ქალთა ტურნირი - 70 კგ
ქალთა ტურნირში ამჯერადაც მხოლოდ ესტერ სტამი (70) გვეყოლება. მისი პირველი მეტოქე ახალგაზრდა ფრანგი მარგო პინოა, აი, მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში კი ავსტრიელთა ევროპის ორგზის მედალოსანი ბერნადეტე გრაფი ელოდება, ვისთანაც შარშან მსოფლიოს პირველობაზე დამარცხდა.ასევე იხილეთ:
ბაქოს "დიდი მუზარადი": ქართველები მძიმე ბრძოლების მოლოდინში