ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი: ქართველი გოგონების ორი ვერცხლი

AutoSharing Option
ფოტოზე: მზია ბებოშვილი
რუმინულ კლუჟში დამთავრდა ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ გოგოების ნაკრები გამოდიოდა. მათ არცთუ ურიგოდ იჭიდავეს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ამდენივემ კი ბრინჯაოსთვის პაექრობა წააგო. გუნდურში ისინი მეცხრეზე გავიდნენ.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონები მზია ბებოშვილი (52) და ეთერ ლიპარტელიანი (57) გახდნენ. პირველი ფინალში თურქ ირემ კორკმაზთან დამარცხდა, მეორე - ფინელ ემილია კანერვასთან.

57 კილოგრამში გია თენაძის შეგირდებს კიდევ ერთი მედლის - ბრინჯაოს მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ დამამშვიდებლის ფინალში მარიამ ჭანტურიამ ბრიტანელ ჩლოე ელვისთან წააგო.

მძიმე წონაში ნახევარფინალში გავიდა
სოფიო სომხიშვილიც
, მაგრამ ჯერ ხორვატ ლეა გობეჩთან დათმო პაექრობა, მერე - იტალიელ ანალიზა კალაგრეტისთან და მეხუთეზე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გოგონებს და ვულოცავ,
მაგრამ ეს ფინალის წაგება რაღაც ჩვევაში გვაქვს უკვე, თუ რა ხდება. ბიჭებსაც და ახლა უკვე გოგონებსაც...
franio
18:38 16-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული