ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ორი ბრინჯაოს შანსი

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაში საქართველოს გუნდიდან ლაშა დუდაშვილი (-73), გოგა ქევხიშვილი (-81), მარიამ ჭანტურია, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე -57) და სალომე მჭედლიშვილი (-63) ჩაერთნენ.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი, რომლის ანგარიშზე სარაევოში ამ დრომდე მოპოვებული 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია, ოქროს ვერც ტურნირის მესამე დღეს იზეიმებს - მხოლოდ ბრინჯაოს მედლებისთვის რეპეშაჟში აგრძელებენ ბრძოლას გოგა ქევხიშვილი და მარიამ ჭანტურია, რომლებიც 1/4-ფინალში დამარცხდნენ.

ევროპის ვიცე-ჩემპიონ ქევხიშვილის პირველი მეტოქე ლაზარ კუპიჩია (მონტენეგრო), ხოლო ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ჭანტურია ბრაზილიელ ვიტორია
ანდრადეს შეხვდება.

ტურნირზე პირველი გამარჯვების შემდეგ, მეორე ბრძოლა წააგო დუდაშვილმა, ლიპარტელიანმა და მჭედლიშვილმა კი პირველივე ბრძოლები დათმეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა (66) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედლები კი რობინზონ ბეგლარაშვილმა (60) და ვანო ხუბაშვილმა (55) მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული