მესამე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში საქართველოს გუნდიდან ლაშა დუდაშვილი (-73), გოგა ქევხიშვილი (-81), მარიამ ჭანტურია, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე -57) და სალომე მჭედლიშვილი (-63) ჩაერთნენ. ამათგან მედალთან ყველაზე ახლოს ევროპის ვიცე-ჩემპიონი ქევხიშვილი იყო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბოსნიელ ტონი მილეტიჩთან გაფრთხილებით დამარცხდა.
სასტარტო შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, მეორე ბრძოლა წააგო დუდაშვილმა, ლიპარტელიანმა და მჭედლიშვილმა კი პირველივე ბრძოლები დათმეს. 1/4-ფინალში დამარცხდა ჭანტურია, რომელმაც რეპეშაჟში ბრაზილიელი ვიტორია ანდრადეს ბარიერი ვერ დაძლია.
ამრიგად საქართველოს ანგარიშზე სარაევოში