ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩვენთვის უმედლო დღე

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დავრჩით.

მესამე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში საქართველოს გუნდიდან ლაშა დუდაშვილი (-73), გოგა ქევხიშვილი (-81), მარიამ ჭანტურია, ეთერ ლიპარტელიანი (ორივე -57) და სალომე მჭედლიშვილი (-63) ჩაერთნენ. ამათგან მედალთან ყველაზე ახლოს ევროპის ვიცე-ჩემპიონი ქევხიშვილი იყო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბოსნიელ ტონი მილეტიჩთან გაფრთხილებით დამარცხდა.

სასტარტო შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, მეორე ბრძოლა წააგო დუდაშვილმა, ლიპარტელიანმა და მჭედლიშვილმა კი პირველივე ბრძოლები დათმეს. 1/4-ფინალში დამარცხდა ჭანტურია, რომელმაც რეპეშაჟში ბრაზილიელი ვიტორია ანდრადეს ბარიერი ვერ დაძლია.

ამრიგად საქართველოს ანგარიშზე სარაევოში
მოპოვებული სამი მედალი რჩება. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ვერცხლის მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა (66) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედლები კი რობინზონ ბეგლარაშვილმა (60) და ვანო ხუბაშვილმა (55) მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სასტარტო ბრძოლა როგორ წააგო, მე ვუყურე ლიპარტელიანის პირველი ბრძოლის მოგებას
0

სიახლეები პოპულარული