ეს შეჯიბრება ახალგახსნილ სპორტის სასახლეში ჩატარდება, ამ ზაფხულს საბურთალოზე რომ აშენდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის.
ამაზე მოლაპარაკება კარგა ხანია, მიმდინარეობდა, საბოლოო წერტილი კი ამ დღეებში დაესვა. მას ერთობლივად ატარებენ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და კლუბი "საგარეჯო სუპერსტარი", რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ გათამაშებაში.
შეგახსენებთ, რომ "საგარეჯო" შარშანაც გამოდიოდა ამ შეჯიბრებაში და მეოთხეზე გავიდა, მხოლოდ ერთი მოგება დააკლდა "ოქროს ლიგაში" აღზევებამდე, სადაც ჩემპიონის სტატუსით გადავიდა ჩვენი მეორე კლუბი, შსს-ს "მებრძოლი".
"საქართველოსთვის ესაა პირველი
დიდი შანსია, საქართველოს პირველ ევროპულ ლიგაში ორი კლუბით გამოვიდეს - "საგარეჯოს" მონაწილეობა გადაწყვეტილია და ასპარეზობა "შევარდენსაც" სურს. თუმცა ამ კლუბის მთელი ნაღები ფალავნები (ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი და სხვები) "მებრძოლში" გამოდიან და მათ ახალგაზრდებით მოუწევთ ფონს გასვლა.
მოსაგვარებელია ფინანსური პრობლემები - საწევროა შესატანი, რისიც ხელმძღვანელობას დიდად ეიმედება და იმედოვნებენ, რომ შეჯიბრებაში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.
ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, სად და როდის ჩატარდება "ოქროს ლიგა", ანუ უმაღლესი ლიგა - მისი ორგანიზება გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და მსურველ ქვეყანას ჯერაც ეძებენ.