ამჯერად სხვების წაყვანა მწვრთნელებმა არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად, რადგან არ არიან ფორმაში. წლეულს მთელი ყურადღება ჭაბუკებზე იყო გადატანილი, რადგან მათ ევროპა-მსოფლიოსთან ერთად თბილისში ჩასატარებელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც ელოდათ. ამიტომ ახალგაზრდები ცოტა უყურადღებოდ დარჩნენ და დააკლდათ ტურნირები.
მოგეხსენებათ, წინა კვირას ჯანაშვილმა თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში იასპარეზა და პირველ წრეში ბოსნიელი ადემა დევიშევიჩი დააიპონა. მეორეში ლამის შეხვედრის მიწურულამდე გაფრთხილებით
ცხადია, წაგება საწყენია, მაგრამ ჯანაშვილთან დაკავშირებით მწვრთნელებს უფრო სხვა რამ აინტერესებდათ - მოგეხსენებათ, მას ლამის წელიწად-ნახევარი გაუცდა ორივე მუხლზე გაკეთებული ოპერაციის გამო და ახლა საერთოდ პირველად ჭიდაობდა ოფიციალურ შეჯიბრებაზე. მწვრთნელებსაც ეს აინტერესებდათ, რამდენად შეეგუებოდა ის საშეჯიბრებო დატვირთვას, გაუძლებდა თუ ვერა მისი მუხლები, დასრულდა თუ არა სარეაბილიტაციო პერიოდი...
როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე ამბობს, გამოჯანმრთელების პროცესი მართლაც დასრულდა და ის მზადაა საჭიდაოდ, ხოლო მარცხი სულ სხვა რამემ, ყურადღების წამიერად მოდუნებამ გამოიწვია და არა ჯანმრთელობის პრობლემამ.
ჯანაშვილი 12-16 ოქტომბერს რომში ერთობლივ კემპზე ივარჯიშებს, სადაც პირად მწვრთნელ კახა მოცრაძესთან ერთად გაემგზავრება. გოგოებიდან იქ მეტი არავინ წავა.
სამაგიეროდ, სხვები 10 ოქტომბრიდან თურქეთის ქალაქ ედირნეში თურქეთის ნაკრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ შეკრებას. იქ თენაძეს დაახლოებით 5-6 შეგირდი მიჰყავს. გადაწყვეტილია, რომ ედირნეში მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნატალია ყიფშიძე, მარიამ ჭანტურია და სალომე აბაშიძე წავლენ, მათ კი, შეიძლება სოფიო სომხიშვილი ან ვინმე სხვაც დაემატოს.
თურქეთში სამგზავრო ხარჯებს თენაძე ფარავს, იქ კი მასპინძლები თავიანთ ხარჯზე იწვევენ. საბედნიეროდ, ადრე თუ ჩვენებს იქით უწევდათ ხვეწნა, ოღონდ კი ვინმე ერთობლივ შეკრებებზე დაეთანხმებინათ, წლევანდელი წარმატების შემდეგ უკვე თავად ეპატიჟებიან.
ჩვენ ჯანაშვილსაც დავუკავშირდით და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დავეკითხეთ. აი, რა გვიპასუხა მან:
"ევროპის ჩემპიონატზე უფრო ფიზიკურად ვიღლებოდი, გამძლეობა არ მეყო. მე ხომ ტატამზე დიდი ხანი არ ვყოფილვარ, ტურნირამდე კი ერთკვირიანი შეკრება გავიარე, რაც არ მეყო.
მუხლებს არ შევუწუხებივარ და არც ის პრობლემები შემქმნია, რაც ოპერაციამდე მქონდა. ტკივილი საერთოდ არ მიგრძნია, ფიზიკურად ვერ გავუძელი და მალე ვიღლებოდი.
ახლა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადები და ამ მიზნით იტალიაში მივდივარ კემპზე, სადაც ძალიან ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"