ტაშკენტის გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ტაშკენტში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრიზე წარუმატებლად იასპარეზა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა. ქართველ ძიუდოისტს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში მონღოლ ალტანსუხ დოვდონთან იპონით დამარცხდა.

ვაჟა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჯერ ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს მოუგო, შემდეგ - ყირგიზ ბეკტურ რისმამბეტოვს. მეოთხედფინალში მარგველაშვილმა ჩინელ დუანბინ მასთან წააგო, სანუგეშო ტურნირში კი სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს გაუმკლავდა.

ტაშკენტის გრან-პრიზე ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოს სახელით ესტერ სტამი (70) იასპარეზებს, ზეგ კი - ალექსანდრე მსხალაძე (100).
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსხალაძე, სტამი და ქარდავა ოლიმპიადის ლიცენზიას აიღებენ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ოლიმპიადაზე უნდა წავიდეს ის, ვისაც რაღაცის შანსი აქვს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული