ვაჟა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჯერ ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს მოუგო, შემდეგ - ყირგიზ ბეკტურ რისმამბეტოვს. მეოთხედფინალში მარგველაშვილმა ჩინელ დუანბინ მასთან წააგო, სანუგეშო ტურნირში კი სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს გაუმკლავდა.
ტაშკენტის გრან-პრიზე ხვალ, 2 ოქტომბერს, საქართველოს სახელით ესტერ სტამი (70) იასპარეზებს, ზეგ კი - ალექსანდრე მსხალაძე (100).