ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: თამაზ კირაკოზაშვილის ვერცხლი!

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, აბუ დაბიში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ჩემპიონატზე საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილმა მოუტანა, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჰეონჩეოლ კანგთან გაფრთხილებებლით დამარცხდა.

დღესვე გოგონათა შორის 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა მარიამ ჯანაშვილმა, ხოლო გიორგი გუგულაშვილმა (66) და გიორგი კაციაშვილმა (73) საწყის ეტაპებზევე დაასრულეს გამოსვლა.

ამრიგად, აბუ დაბიში მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველი ახალგაზრდების ანგარიშზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლებია. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მფლობელი 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძე გახდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული