დიუსელდორფის გრანდ სლემი: ჩხვიმიანი მშვიდობაძესთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 თებერვალს დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 60 და 66 კილოგრამ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრების წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა, თუმცა იქ რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან ვაზარით დამარცხდა. ჩხვიმიანმა მანამდე მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე დაამარცხა.

ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სამხრეთკორეელ ჰარიმ ლის დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მეორე ქართველ ძიუდოისტს, ჯაბა პაპინაშვილი ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. ის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა.

66 კგ წონით კატეგორიაში ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა გიორგი გუგულაშვილი,
რომელმაც
პირველ შეხვედრაში სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩის დამარცხება მოახერხა, თუმცა მეორე შეხვედრაში სლოვენიელ ადრიან გომბოცთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე სულ 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

ფინალური შეხვედრები 20:00 საათიდან დაიწყება.

altსაქართველო 22-24 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარდგება

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლუხუმმა მეოთხედფინალში უაღესად აზარტულ ბრძოლაში დაამარცხა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე.დაჭამეს ბიჭებმა ერთმანეთი.3,21 წუთი იჭიდავეს დამატებით დროში და ლუხუმს ტემპი არ დაუგდია.პარალელურად კი არანაკლებ აზარტულ და დინამიურ ბრძოლაში მშვიდობაძემ ნიდერლანდის სახელით მოჭიდავე,სახელად თორნიკე გვარად კი ვერ წავიკითხე წიაქადეო თუ რაღაც ამის მსგავსი იყო,დასასრულამდე 6 წამით ადრე დაამარცხა.თუ ვინმემ იცით,ქართველი ხომ არ არის ეგ ბიჭიც?სახელი თორნიკე თავისთავად გვეუბნება,მაგრამ დაზუსტებით ცოდნა სჯობია.
სოსო
19:56 22-02-2019
1
არ უნდა ხელების შლა და მაგარი ბიჭობის მტკიცება. ილეთები უნდა გააკეთო ლუხუმ ბიძია!
Ipponi
19:47 22-02-2019
1

სიახლეები პოპულარული