აბუ დაბის "დიდი სლემი": ამირან პაპინაშვილი ფინალშია!

AutoSharing Option
დღეს, 30 ოქტომბერს, აბუ დაბიში დაწყებულ "დიდ სლემზე" ასპარეზობაში სამი ქართველი ძიუდოისტი ჩაება - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60) და ვაჟა მარგველაშვილი (66). მათგან მედლისთვის ბრძოლას პაპინაშვილი აგრძელებს, რომელიც ფინალში მონღოლ ცოგთბაათარ ცენდოჩირს დაუპირისპირდება.

შეხვედრის ლაივ-სტრიმით ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

პაპინაშვილმა ჯერ ჩეხ პაველ პეტრიკოვსა და ესპანელ ფრანსისკო გარიგოს აჯობა, მეოთხედფინალში კი სომეხი ჰოვანეს დავთიანი შებოჭა და ფინალის საგზურისთვის თურქეთის სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი, იგივე ბექირ ოზლუ იპონზე დააგდო.

ლუხუმ ჩხვიმიანმა საწყისი სამი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში უზბეკ დიორბეკ
უროზბოევთან წააგო და სანუგეშო ტურნირში გადაერთო, სადაც ვერც ყაზახ რუსტამ იბრაევს გაუმკლავდა.

სასტარტო ბრძოლა წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა მარგველაშვილი, რომელმაც ტაჯიკი უმედ აბდურახიმოვის ბარიერი ვერ დაძლია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა
bmuli-ის
20:28 30-10-2015
0
ვულოცავ ამირანს!!! მგონი, დაუბრუნდა ძველებურ ფორმას.

ოზლუ-შუკვანს რაც შეეხება......არ იყო ეგ მოგების ღირსი. არც ამირანთან და არც სხვასთან. ეგეთი უთავმოყვარეო და ქერქეტი ადამიანები ვერ უნდა აღწევდნენ წარმატებას, სპორტი იქნება თუ სხვა რამ. შეიძლება, ქართველად არის დაბადებული, მაგრამ ვერასოდეს ვუგულშემატკივრებ.
ფრანიო
19:06 30-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული