ილიას ილიადისი ძიუდოს აკადემიაში მასტერკლასს ჩაატარებს

AutoSharing Option
ხვალ, 11 ნოემბერს, ძიუდოს აკადემიაში მასტერკლასს ჩაატარებს ბერძენთა სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოს სამგზის, ევროპის ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი (90; ჯარჯი ზვიადაური).

საბერძნეთში გადასვლის მიუხედავად, ის ყოველთვის ახლოს იყო საქართველოსთან და დიდი შეჯიბრებების წინ, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, ყოველთვის ჩვენთან ემზადება. საქართველოს ნაკრებთანაც ხშირად ემზადება და ბოლო დღეებშიც თბილისში ვარჯიშობდა საბერძნეთში გადასულ კიდევ ერთ ქართველ რომან მასტოპულოსთან (73; ვანო რევაზიშვილი) ერთად.

ეს მასტერკლასი ტარდება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტის - "ერთად აღვზარდოთ მომავალი ჩემპიონები" ფარგლებში, ანუ სახელოვანი ფალავანი მოზარდებს ჩაუტარებს
პრაქტიკულ გაკვეთილებს, რაც მათთვის ძალიან დიდი სკოლა იქნება.

მოგეხსენებათ, ჩვენმა ძიუდოს ფედერაციამ ეს პროექტი ამ შემოდგომაზე წამოიწყო და ის განკუთვნილია ჭაბუკთა უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის. პირველ ეტაპზე ის, ძირითადად, თბილისელებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან რაიონებიდან გუნდების ორგანიზებული ჩამოყვანა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა ინტერესი იმდენად დიდია, რაიონების ცალკეული დარბაზების გუნდები მზად არიან, თავად გაიღონ ტრანსპორტირების ხარჯი და სავარჯიშოდ თავიანთი ფულით ჩამოვიდნენ დედაქალაქში.

ამ ვარჯიშებს უკვე შეუერთდნენ გორის, დედოფლისწყაროს, მარნეულის, საგარეჯოს და სხვათა გუნდები. მათ ვარჯიშებს უტარებენ მოქმედი სპორტსმენები, ნაკრების ამჟამინდელი წევრებიც და სახელოვანი ვეტერანებიც.

ამგვარ მასტერკლასებზე ჩვენი სპორტსმენებიც ხშირად დადიან უცხოეთში, განსაკუთრებით - ვალერი ლიპარტელიანი (90), რომელიც ბოლო თვეებში ესპანეთში, პოლონეთსა და სხვაგან იყო ამ მიზნით წასული.

სავარაუდოდ, ილიადისის ხვალინდელ ვარჯიშსაც დაესწრებიან რეგიონების წარმომადგენლები, რადგან ასეთ ტიტულოვან ფალავანთან ვარჯიშის საშუალება მათ ხშირად არ მიეცემათ. მასტერკლასი აკადემიაში ხვალაც ტრადიციულ დროს - 18 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
MESMİS FULİS GULİSTVİS SHEİZLEBA GADAVİDES KACİ SXVA QVEYANASHİÇ MAGRAM VERASODES VER GAVİGEB SAXELSA DA GVARS RO GAMOİCVLİS KACİ MEZİZGEBAŞ QARTVELTA 90 PROCENTİ MOGALATEEBİ XART.ROGORC İVANİSHVİLİÇ KALAZE DA DANARCENEBİ.
gaga.
16:58 10-11-2015
0
გაუგებარია, ვერაფრით ვიღებ და ძალიან გული მტკივა, როცა ნაღდი(წესით!) ქართველი ქართველობას კარგავს. რ ა ტ ო მ ა ა ილიადისი? სახელი მაინც რომ დაეტოვებინა/დაებრუნებინა არ შეიძლებ(ოდ)ა? პ.ს. ჯონ-მალხაზ(!) შალიკაშვილს რაღა უნდა ექნა(საქართველოში ნამყოფიც არ იყო და დედაც არაქართველი ჰყავდა!)?!
რ ა ტ ო მ ?!
13:11 10-11-2015
0

სიახლეები პოპულარული