ჩინდაოს გრან-პრიზე მარგველაშვილი და თათარაშვილი უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ ჩინდაოში დღეს, 20 ნოემბერს დაწყებულ გრან-პრიზე წარუმატებლად იასპარეზეს 66 კგ-მდე წონის ქართველმა ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და თორნიკე თათარაშვილმა.

პირველი ორი წრის წარმატებით დაძლევის შემდეგ მარგველაშვილი 1/4-ფინალში მონღოლ ტუმურკულეგ დავაადორჯთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ იქ იტალიელ ელიო ვერდესთან წააგო.

თათარაშვილი კი, პირველ წრეში ჩინელ დაგა ჩინთან გამარჯვების შემდეგ, გერმან რენე შნაიდერთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ტურნირი კვირას დასრულდება, ხვალ და ზეგ კი იქ ჩვენგან გურამ თუშიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (100) და ესტერ სტამი (70) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული