ტოკიოს "დიდი მუზარადი": პირველ დღეს უმედლოდ დავრჩით

AutoSharing Option
4 დეკემბერს ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადი" დაიწყო.

დღეს ქართველებიდან ამირან პაპინაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) იჭიდავეს. სამწუხაროდ, ორივე ძიუდოისტი დამარცხდა.

ჩხვიმიანმა და პაპინაშვილმაც პირველი წრე გამოტოვეს. ჩხვიმიანმა მეორე წრეში მექსიკელ ცეზარ რამოსს აჯობა, ხოლო შემდეგ იაპონელ ტაკატო ნაოჰისას ვერ გაუმკლავდა.

პაპინაშვილი მეორე წრეში ლიბანელ დამიენ ზიადეს გასცდა, თუმცა შემდეგ იაპონელ დაი აოკისთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, ორივე ქართველი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

5 დეკემბერს 73 და 81 კგ წონითი კატეგორიების წარმომადგენლები იჭიდავებენ. საქართველოდან 4 სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი,
ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული