11:31 05-12-2015
ტოკიოს გრან-სლემი: ძმაკაცური ქართული დუელი ბრინჯაოს მედლისთვის [VIDEO]
AutoSharing Option
მეგობრულ დაპირისპირებაში გამარჯვება ნუგზარს დარჩა, რომელმაც ოლიმპიურ ჩემპიონს ბოლო წამს ვაზარი აუღო, იქამდე კი გაფრთხილებით უგებდა.
დღესვე ოქროს მედლისთვის ფინალში იჭიდავებს ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვისაც მეტოქედ სამხრეთკორეელი სეუნგსუ ლი ჰყავს. შეხვედრისთვის თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ამავე წონაში ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებდა უშანგი მარგიანი, თუმცა პირველივე შეხვედრა წააგო და გამოსვლა დაასრულა.
ტურნირი კვირას დასრულდება, ჩვენგან კი ვარლამ ლიპარტელიანი (-90), ლაშა გურული, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვულოცავ ავთოს ტურნირის მოგებას მალე ოლიმპიადის ოქროც მოგველოცოს:)
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული