"შევარდენმა" სასტარტო შეხვედრა ფრანგულ "სუცი ჯუდოს" კი მოუგო, თუმცა რუსულ "ნიუ სტრიმ ტიუმენთან" დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჰოლანდიურ "ნორდ-ოსტ ჰერენვენს" და ფრანგულ "სარტროვილის" აჯობა.
ბრინჯაოსთვის გადამწვეტ შეხვედრაში გურამ მოდებაძის გაწვრთნილმა გუნდმა რუსულ "რატიბორეცს" შანსი არ დაუტოვა - 4:1.
ჩემპიონატის ფინალში იბრძოლებს მეორე ქართული კლუბი "საგარეჯო", რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის "კბრ ნალჩიკს" დაუპირისპირდება.
შევარდენი
66
73 კგ. ფრიდონ გიგანი, გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, პაატა ბიბილაშვილი
90 კგ. ონისე სანებლიძე, გიორგი გველესიანი
+90 კგ. ონისე ბუღაძე.