[დღის თემა] სკანდალი ქართულ ძიუდოში - სამშობლო როსკიპი ქალი არაა

AutoSharing Option
ნეტავ რა წყევლაა ასეთი, ქართულ ძიუდოში ყველა თაობამ ბუნტი რომ უნდა მოაწყოს და ყველა ოლიმპიურ ციკლში წარმატებების მაგივრად სკანდალებს უნდა ვუყუროთ?!

დარბაზის გათბობის პრობლემიდან დაწყებული, უთანხმოება გაღუნულ შტანგებზე ვარჯიშამდე და ნაკრების ცუდ პირობებში მომზადებამდე მივიდა, ყველაფერი კი სპორტსმენთა მიერ ქომაგთა გინებით და საქართველოდან წასვლის მუქარებით დასრულდა.

სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – განხეთქილებაში ნაკრების წევრებიც ჩაებნენ. როგორც ამ ბოლოს მოდად იქცა, ძირითადი კამათი "ფეისბუქზე"  გაიმართა და სწორედ იქ გაჩნდა ქომაგთა საგინებელი პოსტები, ავთანდილ ჭრიკიშვილის გვერდიდან. იქვე იყო ასევე
გინება ტელევიზიებისადმი, რომ მისი ინტერვიუ სრულად არ გაუშვეს და მუქარაც, მაგათ ინტერვიუს არასოდეს მივცემო.

ჩემთვის ცოტა ძნელია იმის მტკიცება (მით უფრო, არა ვარ "ფეისბუქმომხმარებელი", ხოლო ის პოსტები სხვა ფორუმზე ვნახე გადაბეჭდილი), ეკუთვნის თუ არა ის გვერდი ნამდვილად ჭრიკიშვილს, ან მართლაც მან დაწერა თუ არა ის პოსტი, თუმცა არაა ახალი გვერდი და თან საყოველთაო მოსაზრებით, ნამდვილად ჭრიკიშვილისაა და ნამდვილად მისი სახელით გავრცელდა, ოღონდ ორიოდე საათში წაიშალა. ამასთან, არც ჭრიკიშვილს უარუყვია იმ გვერდთან კავშირი.

ამას უკვე "ფეისბუქზეც" და საიტებზეც მოჰყვა მუქარა საქართველოდან წასვლის შესახებ, რაშიც სხვა სპორტსმენებიც ჩაებნენ...

ერთი სიტყვით, ზვავი უკვე დაგორდა, მას კი ვერავინ შეაჩერებს, ვიდრე თავისით არ გაჩერდება. ახლა ყველას - ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს და იმავე საპარლამენტო კომიტეტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორმე სპორტსმენები გავარიდოთ ამ ზვავს, რომლებიც ამ ქარბორბალას ცენტრში აღმოჩნდნენ. ვნებებმა უკვე საკმაოზე მეტად ამოხეთქეს. ახლა ის დროა, როცა ემოციები ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და ცივი გონებით მიუდგნენ საქმეს.

თავად სპორტსმენებსაც მინდა მივმართო: შეანელეთ აქტიურობა სოციალურ ქსელებში (მით უფრო, შეკრებაზე ხართ), მოზომეთ ემოციებიც და სათქმელიც. გვესმის, რომ იმ დღეებში დარბაზში მეტი სითბოც გჭირდებოდათ; იქნებ სხვა პრეტენზიებიც საფუძვლიანია (თუმცა ორივე მხარის არგუმენტების გაცნობამდე ამაზე ვერ ვილაპარაკებ), რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ ფედერაციასთან, რაოდენ მძიმე პირობებშიც უნდა გიწევდეთ ვარჯიში, ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას, ქომაგებს აგინოთ (ცხადია, თუ ის მართლაც ჭრიკიშვილის დაწერილი პოსტია). იმ ქომაგებს, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებით იღებთ ხელფას-პრემიებს, რაც ბევრად აღემატება თავად მათ ანაზღაურებას.

უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.

აკი იმ გინებას მოჰყვა კიდეც ქომაგთა დიდი უკმაყოფილება ინტერნეტში: "თურმე უსაქმურები ვყოფილვართ, ამათ საქომაგოდ ღამეებს რომ ვათენებდით", "აწი მე ამათ არ ვუქომაგებ"; "აბა, დღეს ვის ვქომაგობთ - სამხრეთ კორეას თუ ვის?" - ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტები მრავლად გაჩნდა.

ახლა თქვენ დაკავებული უნდა იყოთ მომზადებით, კონკრეტულ მეტოქეებზე ზრუნვით და არა განცხადებების კეთებით. თუ თქვენ ფედერაცია არ გიქმნით პირობებს, ცხადია, გაქვთ უფლება, მოითხოვოთ მათი გაუმჯობესება, მაგრამ აჯობებდა, ამ მოთხოვნით ფედერაციის აღმასკომისთვის მიგემართათ და ეს ამბავი პარლამენტის ტრიბუნიდან არ გახმაურებულიყო, რომელსაც არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან.

ან ახლა რომ ჩაერიოს საპარლამენტო კომიტეტი ფედერაციის მუშაობაში, რა სტატუსით? ეს აღმასკომმა უნდა გააკეთოს.

თუ თქვენ მიგაჩნდათ, რომ ამერიკაში თამაზ კირაკოზაშვილის და თორნიკე ნაგლიაშვილის გაგზავნა შეცდომა იყო; თუ მიგაჩნიათ, რომ ხელფას-პრემიები არასწორად ნაწილდებოდა, ამათ მოსაგვარებლად არსებობს აღმასკომი. ვფიქრობ, პრობლემათა მოგვარების საუკეთესო გზა არა ბუნტი, არამედ საკანონმდებლო გზით გადაწყვეტაა და ამას ყველანი უნდა მივეჩვიოთ, როგორც თანამედროვე, დასავლური და დემოკრატიული ურთიერთობის ფორმას.

ვერ ვამტკიცებ, რომ სავარჯიშოდ იდეალური პირობები გაქვთ და თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა - ამაზე თქვენ უნდა ილაპარაკოთ, ჩვენ კი მზად ვართ, ტრიბუნა დაგითმოთ. მეც მიმაჩნია, რომ ბევრი პრობლემა აღმასკომის როლის დაკნინებამ განაპირობა ანუ მართვის პრობლემა ნამდვილად დგას - ბევრ საკითხზე მისი ვიზირება რომ ყოფილიყო, ამ საკითხების უმეტესობა არც წამოიჭრებოდა.

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ საკმარისი პრემია არ აიღეთ ან ვინმემ დაგაკლოთ ის; თუ იმით ხართ უკმაყოფილო, რომ წინა წლების მსგავსად, ამჯერად ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ზემდგომთაგან ვერ იღებთ ჩვეულ გარანტიებს, თქვით ხმამაღლა, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, სამშობლოს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოთ და სხვაგან წასვლის მუქარა დაიწყოთ - ეს უკვე შანტაჟის ენაა, სამშობლოს კი ასეთი ლექსიკით არ ელაპარაკებიან.

რაოდენ მართლებიც უნდა იყოთ, ამის უფლებას არანაირი სინჯის მედალი არ აძლევს არავის. მსგავს თემებზე აპელირებით თქვენ იმ მიზანსაც აყენებთ ჩრდილს, რისთვისაც ახლა იბრძვით - სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება და ოლიმპიადისთვის კარგად მომზადება.

დღეს ხშირად ისმის, ვარჯიშებზე ვართ გადაგებულნი და მთელ დროს ამას ვწირავთო, მაგრამ განა ვარჯიშს ნაკლები შესწირა ვიქტორ სანეევმა, ფაქტობრივად, ახალგაზრდა კაცი რომ დაინვალიდდა სპორტში მიღებული ტრავმებით? მას მართლა კალთებს ახევდნენ სხვაგან წასვლის თხოვნით, ოქროს კოშკებს აღუთქვამდნენ, მაგრამ ამ არაქართული წარმოშობის კაცს არც უფიქრია საქართველოს დატოვება და თქვენ ჯერ განა რა გაუკეთეთ საქართველოს სანეევის დარი?

თუმცა ვიმეორებ - ათჯერ მეტიც რომ გაუკეთოთ, მსგავს ულტიმატუმს ეს მაინც არ გაამართლებდა.

თავის დროზე ნონა გაფრინდაშვილმა უთხრა უცხოეთში წასვლის ერთ მსურველს, განა რა გაუკეთე საქართველოს ასეთი, პრეტენზიებს რომ უყენებო. თავად მას - ნონა გაფრინდაშვილსაც, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ლამის რევოლუცია მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში თითქმის მთელ მსოფლიოში, მაშინაც არ უფიქრია უცხოეთში წასვლა, როცა ამ ბოლო წლებში პოლიტიკურად იდევნებოდა და თქვენ რა გაგიჭირდათ ასეთი?

ხალხმა სიცოცხლე და შვილები შესწირა სამშობლოს, ბევრმა იმ შვილის საფლავიც არ იცის და იმათ რაღა უნდა ქნან მაშინ?! ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, ეს ცოტა სხვა რამეა: "ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობ".

გირჩევთ, წაიკითხოთ ვარდგეს პეტროსიანის "უკანასკნელი მასწავლებელი", სადაც შეხვდებით ფრაზას: "სამშობლოს ტრაგიკული განცდა" - იმედია, ეს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. იქვე ასეთ ფრაზასაც ამოიკითხავთ - სამშობლო ღამის გასათევი სადგური ნუ გგონიათო - ვფიქრობ, ესეც მეტყველი ფრაზაა, რასაც ისევ დუმბაძის ერთ ფრაზას დავუმატებ - "სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი ამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ".

დასასრულ, ვიმედოვნებთ, ვითარების დასაწყნარებლად და ამ ნაკრების სავარჯიშო პროცესის ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად დღესვე გააკეთებენ განცხადებებს სამინისტროც, ოლიმპიური კომიტეტიც და საპარლამენტო კომიტეტიც.

იმედია, ხელფას-პრემიების დახურული თემაც (არაერთი ინფორმაციით, ესეც იქცა დავის საგნად) ამბავიც ერთხელ და სამუდამოდ გამოვა მზის სინათლეზე და ჩვენც გავიგებთ ამ კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
ვერაფერი გავიგე..... 2015 წლის საუკეთესო ფედერციად ძიუდოს ფედერაცია დასახელდა და რა გამოდის ჩვენ გვატყუებენ თუ საკუთარ თავებს? ასე ერთად ყველა მოქმედი და ყოფილი სპორტსმენი როგორ გადაირია? ხალხსაც ხომ მეტი არაფერი უნდა, დაიწყეს და რა დაიწყეს..... ნუ ვართ ბოღმები და ბოროტები, შეეშალათ? ვაპატიოთ და პრობლემებში გავერკვეთ, ისე დეპუტატს თუ მართლა სტკივა, სხვაგვარად შეეძლო საქმის ე.წ. გარჩევა და მოგვარება, არა ისე როგორც მან გააკეთა, ერთმანეთს გადაკიდა გულშემატკივრები და სპორტსმენები... უაზრო ამბიციები დაღუპავს საქართველოს.
qartveli
01 თებერვალი 2016 17:30
0
isak-ს. კარგი რა დაგენაცვლე. როდის ყვნენ მოჭიდავეები, მათ შორის ძიუდოისტები განსწავლულობით გამოირცეოდნენ. არც არავინ ითხოვს მათგან განსწავლულობას. მთავარია სპორტული მიღწევები ქონდეთ. ისე ცალსახად უნდა ითქვას, რომ ძალიან იოლად ასაგდები ხალხი კი არის მოჭიდავეთა თემი. ხან სად იყენებენ ხან სად... ასე რომ შეაყარე კედელს ცერცვი და მოჭიდავეებს ინტელექტი მოსთხოვე, ერთი და იგივეა.
mordexa
01 თებერვალი 2016 17:17
0
gio-ს. შენ პირადად საიდან ხარ ასე მყარად დარწმუნებული, რომ ძიუდოისტები ცუდ პირობებში იმყოფებიან? ჰაერში დაჭერილი სიტყვებით ხომ არ საზრდოობ. მე პირადად, გარდა იმისა, რომ გათბობის პრობლემა წარმოიშვა, სხვა პრობლემების შესახებ არაფერი მსმენია. თუ შენ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობ, იქნებ მოგვაწოდო. მაგრამ არა ვოზდუხი, ანუ ჰაერში დაჭერილი ჭორების სახით.
gega
01 თებერვალი 2016 17:05
0
ჭიდაობის გარდა კარგია თუ სავალდებო აღზრდა - გაზრდის გაკვეთილებზე ივლიან რადგან როგორც სჩანს მშობლები არ უვარგათ!
isak
01 თებერვალი 2016 16:59
0
ქართველი მოჭიდავეების ინტერვიუების შემხედვარე მგონია სკოლაში არ უვლიათ ან თუ იაერს "ეს სპორტსმენია კლასში არ ჩატოვოთ" პრინციპით გადაყავდათ კლასიდან კლასში
თუ ვცდები ბიდიშით :დ
დათო
01 თებერვალი 2016 16:58
0
კარგი რეფორთერი ხარ ირაკლი თავაძე,აჰა,კიდევ ერთი ქართველი არამკითხე ადვოკატი გამოგიჩნდათ.ქვეყნის სიყვარულისკენ მოწოდებაშიც-გიჭრით კალამი,მაგრამ ჩვენდა საუბედურეოდ ქართულ საიტებზე და ხელისუფლებაშიც,უმრავლესობაში, რომ" უთავო "ყვითელი ჟურნალიუგები და უაზრო ჩინოვნიკები მოღვაწეობენ",და "უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდენო", ისე რომ გამოგვდის.ნუთუ მთავარი მიზეზი, ნეჭიერთა ქართველთა მიერ,"მუცელაქორებაა"დაუმსახურებლად,და მათ სამშობლოდან "გადინების სურვილშია"ქვეყნის უკუსვლის მთავარი მიზეზი, და მარტო მათ? მიუძღვით "ბრალი" ქვეყნის "დასუსტებაში.არა!თევზი თავიდან იწყებს ხრწნასო,ბრძენთ უთქვამთ."მუცელაღორებული" დივიდენდებით, არაფრისკეთებაში,ქართული მთავრობის ჩინოვნიკებს, ურთიერთ" მჯობნზე მჯობნებს", ვერც ერთი ალალ მართალი ,რიგითი ქართველი და მით უმეტეს მსოფლიოს თუ ევროფის ჩემფიონი საამაყო ქართველთაგანი,ვერ "შეედრება".
M.Z.Great London
01 თებერვალი 2016 16:58
0
ფანების გინება რა შუაშია ამ ყველაფერთან? და სხვაგან წასვლის მუქარა?
gio-ს
01 თებერვალი 2016 16:52
0
კარგია, ირაკლი თავაძევ, კარგ წესს უყრი საფუძველს - ნამდვილად ყოჩაღ!
ასევე მინდა 1-ის ნათქვამს დავეთანხმო: არავითარი ორმაგი მოქალაქეობა - აქედან იწყება პატრიოტიზმის რყვნა!

qazwsx
01 თებერვალი 2016 16:41
0
ირაკლი, მაშ გიჟები ყოფილან ხმაური რომ ატეხეს (არ მითხრა ეხლა ნაცებმა იყიდესო :) მაგათ საკუთარი თავი გასჭირვებიათ. ჯერ ერთი მართლა ძალიან მძიმე პირობებში იყვნენ ბოლო პერიოდი, და მეორეც - როგორც უკვე ვთქვი, ეგ კი არ არის მთავარი, მთავარი ხელმძღვანელობის აგდებული დამოკიდებულებაა. ბოლოსდაბოლოს, თავმოყვარეობაც არ არის პატარა საქმე ხომ ასეა? ვიღაცამ ამ ბიჭების ტანჯვის ხარჯზე წარმატებები მიიწეროს, და ამავდროულად ხელიც არ გაანძრიოს რომ მათ ელემენტარული პირობები მაინც შეუქმნას, ეგრე არ შეიძლება ძმაო!
gio
01 თებერვალი 2016 16:23
0
მესმის ზოგზოგიერთების... ბევრი ნათესავია, ბევრი უშუალო ნაცნობი. ხომ უნდა გამოხტეს და გაუწიოს დათვური სამსახური. ან აგრესიას მიმართავს, ან ჟურნალისტს გადააბრალებს რამეს, ან სრულიად უარგუმენტოდ დაიწყებს ყვირილს და შეურაცხყოფას მოგაყენებს. ფაქტი ერთია, სპორტსმენთა პირობები არის ბევრად უფრო კარგი, ვიდრე "გაუსაძლისი". თუ პრობლემები არსებობდა, ამაზე ადრე უნდა ეთქვათ იმავე სპორტსმენებს და არა ზვიადაურის ... შემდეგ და ორი დღე ცოტა დაბალ ტემპერატურასაც აიტანს ადამიანი იქ სადაც გული გულობს. კალთებს არავის არ ვახევთ. ჩემი უზომო პატივისცემის მიუხედავად და იმის მიუხედავად რომ დღემდე ეს ადამიანი სპორტსმენის იდეალად წარმომედგინა, მას შეეშალა და მას ეს არ უნდა ეთქვა. ჭრიკიშვილით არც იწყება და არც მთავრდება არც ძიუდო და მითუმეტეს არც საქართველო.
fraternity
01 თებერვალი 2016 16:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული