პარიზის გრანდ-სლემი. II: ავთანდილ ჭრიკიშვილი ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) პარიზის გრანდ-სლემის ფინალში გავიდა.

ნახევარფინლაში ჭრიკიშვილმა რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეტსოვი დაამარცხა. ფინალში კი ქართველი სპორტსმენი ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდება.

ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ვარლამ ლიპარტელიანი (90), რომელმაც რეპეშაჟში ფრანგ რომეინ ბაფეტს მოუგო, ხოლო მედლისთვის ფრანგ ლუდოვიც გობერტთან იასპარეზებს.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილი ტურნირის პირველივგე შეხვედრებში დამარცხდნენ.
+100-ში ადამ ოქრუაშვილი პირველივე შეხვედრაში ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა. რაც შეეხება ლევან მათიაშვილს, მან მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს აჯობა, თუმცა ნახევარდფინალში იაპონელ ჰისაოში ჰარასავასთან
დამარცხდა რეპეშაჟში ბრინჯაოსთვის ბრაზილიელ დავიდ მოურას დაუპირისპირდება.

გამომდინარე აქედან შეჯიბრის ბოლო დღეს ჩვენს ნაკრებს სამი მედლის მოპოვება შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებიიი...მართლაც საამაყო ბიჭი ხარ, გაიხარე.
berita
21:00 07-02-2016
0
ჭრიკიშვილმა ოქრო, ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედალი აიღეს
ელლიე
22:34 07-02-2016
0

სიახლეები პოპულარული