ვალერი ლიპარტელიანი: ბოდიშს გიხდით დაშვებული უაზრო შეცდომისთვის

AutoSharing Option
გუშინ, 7 თებერვალს, პარიზის გრანდ-სლემზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ვალერი ლიპარტელიანმა (90) სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პარიზის გრანდ-სლემი: ოქრო და ახალი ილეთი ჭრიკიშვილისგან! [VIDEO]

"ძალიან დიდი მადლობა ყველას მილოცვისთვის, გულშემატკივრობისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენი ასეთი გვერდში დგომა ყოველთვის ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს.
მსურს ბოდიში მოგიხადოთ დაშვებული უაზრო შეცდომისთვის. მეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ კარგი გაკვეთილი იქნება ეს ჩემთვის.

ისე კი, ბევრმა გადარჩენაც კი მომილოცა იმ გდების მერე. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა", - წერს ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ-სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაფერი გაქვს საბოდისჰო ლიპო, მაგარი კაცი ხარ!!!!!გაიხარე
patrioti
09 თებერვალი 2016 15:54
0
„ამ ეტაპზე“ ბოდიში მიღებულია. წარმატებები.
ქომაგი
09 თებერვალი 2016 10:38
0
ბიჭებო, თქვენგან მინიმუმ 3 ოლიმპიური ოქროა, ამას თუ შეასრულებთ, ჩათვალეთ, რომ ხელის გულზე სატარებელი ბიჭები იქნებით!
პეტრე კუპრი
09 თებერვალი 2016 08:59
0
ბიჭებო, დიდი მადლობა გახარებისათვის!!! იმედი მაქვს, ოლიმპადაზე მეტად გაგვახარებთ. მთავარია, ინტრიგანებს ყურიც არ ათხოვოთ. ყველაფერი კარგად იქნება.
tngh
08 თებერვალი 2016 22:10
0
ნამდვილი რაინდები ხართ შენ და ავთო-გაიხარეთ
მურთაზი
08 თებერვალი 2016 20:50
0
ნამდვილად საწყენი იყო მოგებული შეხვედრის ბოლო წამზე დათმობა,მითუმეტეს ყველა კომპონენტში დაჩაგრა ლიპომ იდირი. იმედი მაქვს ოლიმპიადაზე ასეთი რაღაც არ მოხდება.ანალოგიური მოხდა 2008წელს ოლიმპიადაზე,როდესაც სრულიად უცნობ ავსტრაიელთან წააგო. ბოლო 4 წელია რაც პირველ,მე-2 ნომრად არის,დროა მსოფლიო და ოლიმპიადა მოიგოს.
თორნიკე
08 თებერვალი 2016 20:03
0
ნამდვილად საწყენი იყო ლიპო. აბა შენ იცი გააგრძელე მზადება და ოლიმპიადაზე გაგვახარე.
giga
08 თებერვალი 2016 15:42
0

სიახლეები პოპულარული