ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ-სლემზე გამარჯვების შემდეგ საერთო რეიტინგში ტედი რინერს (+100 კგ) გადაასწრო.
ჭრიკიშვილს 3340 ქულა დაუგროვდა, ხოლო რინერს 3000 ქულა აქვს. თავის წონაში კი ჭრიკიშვილმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე იმყოფება, მსგავსი შედეგი ჭრიკიშვილს შარშანაც ჰქონდა.
ასევე საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი. 31-ე ადგილს იკავებს ბექა ღვინიაშვილი, 34-ეა ამირან პაპინაშვილი, 41-ე - ნუგზარ ტატალაშვილი
-ეს რა კომენტარია? რაოდენ " .... უნდა იყო, რომ ასეთი კომენტარი დაწერო!!!