ბექა ღვინიაშვილი პან-ამერიკის ღია თასის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ პან-ამერიკის ღია თასზე 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში მან ესტონელი გრიგორი მინასკინი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბექას ოლიმპიადის სალიცენზიო რეიტინგში 100 ქულა შეემატა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს რიოს ოლიმპიადის ლიცენზია მხოლოდ ამ წონაში არ აქვს მოპოვებული.

ღვინიაშვილი პერუდან არგენტინაში გადაინაცვლებს და მომდევნო შაბათ-კვირას უკვე ბუენოს-აირესში გამოვა ანალოგიური რანგის ტურნირზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლიპარტელიანი ბოლო 4 წელია საკართველოში უდავო ფავორიტია. იგი პირველ ადგილზეა და შესაბამისად იჭიდავებს ოლიმპიადაზე. ასე რომ მის გამო არ "გადაკეთებულა" მთელი გუნდი. ღვინიაშვილის ფანი ვარ და მეც მენანება 100 კილოსთვის, მაგრამ მისი სურვილით და მონდომებით ხედება ეს უპირველეს ყოვლისა. მე მგონია რომ შეძლებს მედლის მოპოვებას ოლიმპიადაზე. ასე რომ კლანური მიდგომა და გუნდის გადაკეთება უსამართლო ბრალდებაა თქვენი მხრიდან.
komentaris avtoris "uznadzes" sakuradgebod
28 მარტი 2016 14:44
0
ცოდოა ეს ბიჭი 100 ში და არ დავკარგოთ ისე როგორც ზებედა დაიკარგა 81-ში
gocha
07 მარტი 2016 23:19
0
გილოცავ ბექა.ვამაყობ შენით
rustavi
07 მარტი 2016 15:27
0
რატომ წირავთ ამ ბიჭს. 100 ის კაცი არ არის.

ამ ლიპარტელიანის გამო მთელი გუნდი უნდა გადავაკეთოთ?

მომავალს უღუპავთ თქვენი კლანური მიდგომების გამო
უზნაზეს
07 მარტი 2016 13:20
0
ყოჩაღ ბექა, ნამდვილი ვაჟკაცი ხარ, წარმატებებს გისურვებ!
gio
07 მარტი 2016 12:40
0
ბექას ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი რეალურია.მთავარია წარმატებით გამოვიდეს ეხლა არგენტინაში და განსაკუთრებით თბილისსა და სამსუნში./თუმცა რეზერვში სხვა ტურნირებიც რჩება/არადა ამის ოლიმპიადაზე არ გამოსვლა ძალიან დასანანი იქნება.წარმატებები ამ ახალგაზრდას....
ნოდიკო
07 მარტი 2016 12:33
0
ბექა გაიხარე გმერტმა ხელი მოგვიმარტოს ქარტველებსსს,ეს ერტი და სხვა მრავალი გამარჯვებებიიიი
kukuri
07 მარტი 2016 11:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული