თბილისის გრან-პრი: ირაკლი უზნაძემ შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 25-27 მარტს თბილისში "დიდ პრიზზე" იჭიდავებს.

შემადგენლობა ასევე დაასახელა ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემაც.

უზნაძე სრულად იყენებს მასპინძლის კვოტას და 28 კაცით ვიასპარეზებთ მშობლიურ სალიცენზიო ტურნირში, ქალებში კი 3 მონაწილე გვეყოლება.

ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ივანე ჯავახიშვილი, ირაკლი კუპატაძე
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, გელა კელიხაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი, გიორგი კაციაშვილი
81 კგ. უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი
პაპუნაშვილი, ლევან გუგავა
90 კგ. ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, თორნიკე ჯუღელი, არჩილ გოგოლაშვილი
100 კგ. ბექა ღვინიაშვილი, ალექსანდრე მსხალაძე, გურამ თუშიშვილი, ლაშა ტაველური
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, გიორგი ლაზუაშვილი, ონისე ბუღაძე

ქალები
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. სალომე აბაშიძე
70 კგ. ესტერ სტამი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული