სამსუნის გრან-პრი: ლუხუმ ჩხვიმიანი და ბექა შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, თურქეთის ქალაქ სამსუნში დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრიზე უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა საქართველოს ნაკრების წევრებმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) და ბექა შავდათუაშვილმა (-66).

ჩხვიმიანმა სასტარტო შეხვედრაში ფრანგ ვალიდე ხიარის ვაზარით მოუგო, მაგრამ მეორე წრეში უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან დამარცხდა. ამ უკანასკნელს თურქეთის სახელით მოასპარეზე ბეთქილ შუკვანმა (ბექირ ოზლუ) სძლია, რომელიც ტურნირის ნახევარფინალშია გასული.

პირველ წრეში პოლონელ მიხალ ბარტუსიკთან მოგების შემდეგ წააგო შავდათუაშვილმაც, რომელიც ყაზახ აზამატ მუკანოვს დანებდა.

ტურნირში, რომელიც 3 აპრილს დასრულდება, საქართველო 14 მონაწილითაა წარმოდგენილი - 12 ვაჟითა და 2 ქალით.

ასევე
იხილეთ:

სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეგობარი და კაი მეზობელი, გვარის და ერის შეცვლას არ მოგთხოვს... თუ შენ(ც) ვარგიხარ! ნეტა სომხებიც იცვლიან? თურქეთში, ნაღდად არა!
ბექირ ოზლუუუუუუუუუუუუუუუუ... ჩვენი თურქი თანამემალე.)))
15:30 01-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული