ჩხვიმიანმა სასტარტო შეხვედრაში ფრანგ ვალიდე ხიარის ვაზარით მოუგო, მაგრამ მეორე წრეში უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან დამარცხდა. ამ უკანასკნელს თურქეთის სახელით მოასპარეზე ბეთქილ შუკვანმა (ბექირ ოზლუ) სძლია, რომელიც ტურნირის ნახევარფინალშია გასული.
პირველ წრეში პოლონელ მიხალ ბარტუსიკთან მოგების შემდეგ წააგო შავდათუაშვილმაც, რომელიც ყაზახ აზამატ მუკანოვს დანებდა.
ტურნირში, რომელიც 3 აპრილს დასრულდება, საქართველო 14 მონაწილითაა წარმოდგენილი - 12 ვაჟითა და 2 ქალით.
ასევე
სამსუნის გრან-პრი. წილისყრა: ბექა ღვინიაშვილს არ გაუმართლა