საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევაფინალშია!

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყაზანის ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ჩვენი ნაკრების მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო.

პირველი საჭიდაოდ ამირან პაპინაშვილი (60) გავიდა, რომელმაც მეტოქეს სამი გაფრთხილება ააღებინა და შეხვედრა მოიგო.

შემდეგი კი ჩვენებურებიდან ნუგზარ ტატალაშვილი გავიდა, რომელმაც მეტოქეს ჯერ იუკო აუღო, შემდეგ კი შებოჭა - 2:0 ჩვენს სასარგებლოდ.

სამწუხაროდ იპონით წააგო ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81), რომელიც გადაღლილი ჩანდა და მძიმედ ჭიდაობდა., კომენტატორების თქმით კი მას მცირე ტრავმაც აწუხებდა. თავიდან ჭრიკიშვილმა ორი გაფრთხილება მიაღებინა მეტოქეს, შემდეგ კი იპონით დამარცხდა - 2:1.

ბერძნებს გათანაბრების
საშუალება არ მისცა ვარლამ ლიპარტელიანმა (90), რომელმაც მეტოქეს ორი იუკოთი სძლია - 3:1.

ფორმალურ შეხვედრაში ადამ ოქრუაშვილმა (+100) ილიას ილიადისი დაამარცხა. ოქრუაშვილმა საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ჯარჯი ზვიადაური შებოჭა და მოგება იზეიმა - 4:1.

საქართველოს მეტოქე ნახევარფინალში პოლონეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ დაპირისპირებაში საქართველომ უნგრეთს 5:0 სძლია.

- "მამა, მაგარი ლაშა, ჩილიკა" - ლიპარტელიანის შვილის მილოცვა ძიუდოისტებს [VIDEO]

- ევროპის ჩემპიონატი. საქართველო ვაჟთა შორის მედლების რაოდენობით პირველია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრიუმფისკენ სვლა გრძელდება!!!
tngh
16:15 24-04-2016
0

სიახლეები პოპულარული